ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საჯარო სკოლებში პროექტი „კინო სკოლაში“ ხორციელდება

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, ახორციელებს პროექტს „კინო სკოლაში“. პროექტი მიზნად ისახავს ფილმების, როგორც ინსტრუმენტის გამოყენებას ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის, მოზარდებში კინოხელოვნების პოპულარიზაციის გზით, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნებისა და ესთეტიკური აღქმის უნარის განვითარებას.

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებს საშუალება აქვთ პროფესიონალ კინომცოდნეებთან ერთად ნახონ ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით შერჩეული ფილმები, შეისწავლონ კინოსცენარის წერის თავისებურებები და თავად დაწერონ მინი სცენარი. ფილმები შეირჩა კინომცოდნეების, განათლების ექსპერტების და ფსიქოლოგების მიერ. დაგეგმილია 18 ფილმის ჩვენება, როგორც კინოკლასიკიდან, ასევე თანამედროვე კინემატოგრაფიიდან.

პროექტის განხორციელება დაიწყო 2014 წლის 17 მარტს და  2013-2014 სასწავლო წლის ბოლოს დასრულდება.

სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს საჯარო სკოლების IX-XI კლასის მოსწავლეები, რომლებიც შეირჩნენ მოზარდების ფსიქოემოციური და კოგნიტური უნარების გათვალისწინებით.

ამ ეტაპზე, პროექტში ჩართულია 40 სკოლა (მცხეთა-მთიანეთი, იმერეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, აჭარა), სადაც შექმნილია კინო კლუბები. სკოლები შეირჩა მათ მიერ წარმოდგენილი სამოტივაციო წერილების განხილვის შედეგად.

სკოლებში კინო კლუბის მუშაობას ხელმძღვანელობს 16 ფასილიტატორი, რომელთაგან თითოეული მოიცავს 2-4 სკოლას.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე