ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სკოლისათვის მზაობის პროგრამა შეიქმნება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განახორციელებს სკოლისათვის მზაობის ხელშეწყობის პროგრამას 5-წლიანი ბავშვებისათვის, რომლის ფარგლებში  სკოლისათვის მზაობის სასწავლო-სააღმზრდელო მეთოდოლოგიური მასალა შეიქმნება. სკოლისათვის მზაობის პროგრამა შესაბამისობაში იქნება ეროვნული სასწავლო გეგმის პირველი კლასის პროგრამასთან. მასში ყურადღება გამახვილდება ბავშვის ყოველმხრივ განვითარებასა და სკოლისათვის მზაობის უნარ-ჩვევების ფორმირებაზე.

აღნიშნული პროექტის განხორციელების ფარგლებში, საქართველოში იმყოფება საერთაშორისო ექსპერტი სტეფან საიფერი, რომელიც ქართველი ავტორებისათვის სემინარებს მართავს. უცხოელი ექსპერტი ქართველ სპეციალისტებს კონსულტაციებს უწევს სკოლისათვის მზაობის კურიკულუმის შექმნის პრინციპებთან და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. 

სკოლამდელი აღზრდის სპეციალისტები ეცნობიან და აანალიზებენ ევროპისა და ამერიკის სკოლამდელი განათლების წარმატებულ სასწავლო პროგრამებს, რათა მათი მოწინავე პრაქტიკა ადაპტირებული იყოს ქართულ რეალობასთან და გამოყენებული იქნას აღნიშნულ კურიკულუმში. 

ექსპერტის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების მხარდამჭერი ორგანიზაციები არიან World Vision და ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“ (OSGF).

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე