ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მიმართვა სკოლებს, მოსწავლეებს, მშობლებს, პედაგოგებს

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დაფიქსირდა ვირუსული მენინგიტის არაერთი შემთხვევა. მოზარდების, მასწავლებლებისა და მშობლების ინფორმირებულობის, უსაფრთხოებისა და   პრევენციის მიზნით, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, სკოლაში და მის ფარგლებს გარეთ მკაცრად დაიცვათ სანიტარულ - ჰიგიენური ნორმები!

სკოლები ვალდებულნი არიან განახორციელონ შემდეგი პრევენციული ღონისძიებები:

  • გააფრთხილონ მოსწავლეები და მასწავლებლები პირადი ჰიგიენის მკაცრად დაცვის მნიშვნელობის შესახებ;
  • უზრუნველყონ სველი წერილებისა და სასადილოს ტერიტორიის ინტენსიური დამუშავება სადეზინფექციო საშუალებებით;
  • მოახდინონ მოსწავლეების ინფორმირება, რომ კვებისას არ ისარგებლონ ერთი ჭურჭლით;
  • სკოლის მთელ ტერიტორიაზე  განახორციელონ დეზინფექცია-დეზინსექცია-დერატიზაციის სამუშოები;
  • სველი წესით ან სადეზინფექციო საშუალებებით ინტენსიურად  დაამუშაონ ხშირად შეხებადი ზედაპირები.

 იმ შემთხვევაში, თუ დაფიქსირდა ვირუსული მენინგიტის პირველადი სიმპტომები:

  • გაღიზიანებადობა
  • უმადობა
  • მაღალი ტემპერატურა
  • ძლიერი თავის ტკივილი
  • კისრის დაჭიმვა
  • მკაფიო სინათლეზე სენსიტიურობა
  • ძილიანობა
  • გულისრევა, ღებინება

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს!

იმ სკოლებმა, სადაც დაფიქსირდა მოსწავლის დაავადება ვირისული მენინგიტით, დაუყოვნებლივ მოახდინონ სკოლის რიგგარეშე დეზინფექცია. მშობლებმა უზრუნველყონ შვილების მიერ სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის მონიტორინგი ოჯახის პირობებში.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე