ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

თანამშრომლობა კერძო სექტორთან

პროფესიული განათლების განვითარების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სააქციო საზოგადოება „საქკაბელსა“ და 16 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა, სააქციო საზოგადოება „საქკაბელის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ედიშერ მამალაძემ და პროფესიული სასწავლებლების – „მერმისი“ , „იბერია“ , „ოპიზარი“ , „მოდუსი“, „ბლექსი“, „აისი“, „ლაკადა“, „სპექტრი“, „ფაზისი“, „პრესტიჟი“, „ახალი ტალღა“, „განთიადი“,, ასევე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და გორის სასწავლო უნივერსიტეტის ხელმძღვანელებმა.

თანამშრომლობა ითვალისწინებს ზემოაღნიშნული სასწავლებლების საკაბელო სტენდებით უზრუნველყოფას, კომპანიის ID ბარათების გადასცემას სასწავლო დანიშნულებით, პროფესიული სტუდენტების გადამზადების, პროფესიული სტუდენტების სამომავლო დასაქმებისა და კვალიფიციური კადრების აღზრდის ხეშეწყობას.
მემორანდუმის მიხედვით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ასევე უზრუნველყოფს სააქციო საზოგადოება „საქკაბელის“ ჩართულობას პროფესიული სტანდარტების გადახედვის/შემუშავების პროცესსა და პროფესიული ორიენტაციის კუთხით დაგეგმილ აქტივობებში, ხოლო კომპანია ითანამშრომლებს პროფესიულ სასწავლებლებთან და უზრუნველყოფს პროფესიული სტუდენტების შერჩევას და მათ პროფესიული გადამზადებას.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე