ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ჩეხეთის არასამთავრობო ორგანიზაციასთან „ადამიანი გაჭირვებაში“ მემორანდუმი გაფორმება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ჩეხეთის არასამთავრობო ორგანიზაცია შორის „ადამიანი გაჭირვებაში“, პროფესიული განათლების განვითარების მიზნით, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“  დირექტორმა სარა კარადიმ მოაწერეს.

მემორანდუმი მიზნად ისახავს დასავლეთ საქართველოში სოციალურად დაუცველი პროფესიული საგანმანათლებლო კურსდამთავრებულების ხელშეწყობას და მათ შემდგომ დასაქმებას, კერძოდ: არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ უზრუნველყოფს ბიზნესის საგრანტო კონკურსის ორგანიზებას, რომელიც ორიენტირებულია საზოგადოებრივი კოლეჯის „იბერია“  და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ტყიბულის სამთო-ტექნოლოგიური ინსტიტუტის იმ კურსდამთავრებულებზე, რომლებიც აღრიცხულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.

კონკურსში გამარჯვებულ კურსდამთავრებულებს მიმდინარე წლის  დეკემბრამდე  გადაეცემათ ბიზნეს გრანტი საკუთარი ბიზნესის დასაწყებად.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე