ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პრემიერ-მინისტრი სკოლის მშენებლობაზე

საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა ექნება. 1000 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სმინისტრმა თამარ სანიკიძემ დაათვალიერეს.

მთავრობის მეთაური სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ პედაგოგებს, მოსწავლეებს და მშობლებს გაესაუბრა. მათ ირაკლი ღარიბაშვილს განუმარტეს, რომ სასწავლო პროცესი დღემდე გაუსაძლის პირობებში, 10-მდე სხვადასხვა ობიექტზე მიმდინარეობს.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ლამბალოს სკოლა არის მკაფიო მაგალითი, რომ მთავრობა საქართველოს ყველა რეგიონზე თანაბრად ზრუნავს. 2013 წელს დაიწყო საქართველოს მასშტაბით 9 სკოლის მშენებლობა და ეს პროცესი გაგრძელდება.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, განათლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და ხელისუფლება განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ყველაფერს გააკეთებს.

შეხვედრაზე სოფლისთვის საჭირბოროტო სხვა საკითხებზეც ისაუბრეს. ადგილობრივებს შიდა გზის პრობლემა აწუხებთ, თუმცა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უკვე დაწყებულია სამუშაოები.

სოფელ ლამბალოში პრემიერ-მინისტრთან ერთად რეგიონის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე იმყოფებოდნენ.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე