ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მეწარმეობის პროგრამები ზოგად და პროფესიულ განათლებაში

ზოგადი და პროფესიული განათლების საფეხურზე სამეწარმეო უნარების განვითარებაზე მიმართული სასწავლო პროგრამების დანერგვა-გაძლიერება ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მყარი საფუძველია. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად მუშაობს მეთოდოლოგიის შემუშავებაზე, რომელიც ემყარება კეთებით სწავლების პრინციპებს და სკოლის ასაკიდან აღჭურვავს მოზარდებს თანამედროვე ინდუსტრიულ გარემოში არსებობისა და განვითარებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებით.   

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის ფარგლებში ,,ინკლუზიური განათლების დანერგვა სქართველოს პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემაში“, ნორვეგიელმა ექსპერტებმა ქართველ სპეციალისტებს, დამსაქმებელთა ასოციაციის, არასამთავრობო ორგანიზიციების წარმომადგენლებსა და მეწარმეობის პედაგოგებს პროფესიული სასწავლებლებიდან ზოგადი და პროფესიული განათლების საფეხურზე მეწამეობის სწავლების თანამედროვე პრინციპების შესახებ ცოდნა გაუზიარეს. წარმოდგენილი კონცეფცია  და მასალები დაეხმარებათ ქართველ სპეციალისტებს  პროფესიული განათლების მეწარმეობის ახალი მოდულის შექმნის პროცესში. 

ეროვნული სასწავლო გეგმების ექსპერტებთან ერთად, ასევე განხილული იქნა მეწარმეობის საგნის სწავლების სპეციფიკა სკოლებში და მომზადდა რეკომენდაციები საგნის  სწავლების მეთოდოლოგიის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე