ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ბავშვთა დღესთან დაკავშირებით გამოფენა გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გალერეაში "შარდენი" სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სკოლის მოსწავლეებისა და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ნახატები, ფოტოები, ხელნაკეთი ნივთები და სამინისტროს მიერ ინკლუზიური განათლების მიმართულებით შექმნილი რესურსები -  ბრაილის შრიფტით ნაბეჭდი სახელმძღვანელოები, ანბანი, მასწავლებლბის გზამკვლევები, წიგნები ქართული ენასა და მათემატიკაში სმენადაქვეითებული მოსწავლეებისთვის და ჟესტური ენის სახელმძღვანელო. ასევე კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა უსინათლო ბავშვებისთვის. 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აღიარებს, რომ  განათლების მიღება ყველა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და  მიზნად ისახავს ყველა ბავშვის საგანმანათლებლო საჭიროება მაქსიმალურად იყოს ასახული განათლების ეროვნული პოლიტიკის დაგეგმვასა და განხორციელებაში.

ამ მიმართულებით განათლების სამინისტრომ არაერთი ძირეული სიახლე დანერგა. ამჟამად, ორ სკოლაში გახსნილია ინტეგრირებული კლასები, რაც გულისხმობს საჯარო სკოლის სივრცეში სპეც-კლასის არსებობას. ამასთან, შეიქნმა დაფინანსების ახალი სისტემა, რაც გულისხმობს საჯარო სკოლებში სპეცმასწავლებლებისა და ფსიქოლოგების არსებობას.  2013 წელს პირველად დაიბეჭდა უსინათლო სკოლის მოსწავლეებისთვის ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი სახელმძღვანელოები და გაკეთდა პირველკლასელთათვის ქართული ენის ანბანი.  იგეგმება კიდევ ორი ინტეგრირებული კლასის გახსნა, მულტიდისციპლინური გუნდის გაზრდა და მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლება.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე