ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოს მეცნიერები „ელსევიერის“ უმსხვილესი საერთაშორისო სამეცნიერო ბაზით ისარგებლებენ

საქართველოს მეცნიერები „ელსევიერის“ უმსხვილესი საერთაშორისო სამეცნიერო ბაზით უფასოდ ისარგებლებენ. შესაბამის ხელშეკრულებას შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა სულხან სისაურმა დღეს მოაწერა ხელი.

მეცნიერებისთვის ელექტრონულად ხელმისაწვდომი გახდება მთელ მსოფლიოში გამოქვეყნებული სამეცნიერო ლიტერატურა, არამხოლოდ მოკლე ანოტაციების, არამედ შრომების სრული ვერსიების დონეზეც. „ელსევიერის“ ელექტრონული ბაზა შესაძლებელს გახდის ასევე ციტირებისა და სხვა ბიბლომეტრული ინფორმაციის მოპოვებას.

ამასთან შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი მიიღებს წვდომას (SciVal Funding™ ) მეცნიერთა და სამეცნიერო პროქტების დაფინანსების საძიებო ბაზასა და რეცენზენტთა საძიებო ბაზაზე.

უახლეს სამეცნიერო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა ხელს შეუწყობს ერთის მხრივ, ფონდს, სამეცნიერო კვლევით და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მაღალ აკადემიურ დონეზე განახორციელონ თავიანთი ფუნქციები, ხოლო მეორეს მხრივ, ქართველ მკვლევრებსა და სტუდენტებს აქტიურად ჩაერთონ საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში.

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აღნიშნულ მომსახურებაში სამი წლის განმავლობაში ეტაპობრივად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მილიონ 420 ათასამდე ლარს გადაიხდის.   

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე