ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ხელოვნება პროფესიულ განათლებაში

პროფესიულ განათლებაში სახელოვნებო დარგების განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით, კაჭრეთის პროფესიულ კოლეჯში „აისი“ სტუდენტების მიერ შესრულებული თექის ნამუშევრებისა და ცნობილი მხატვრების, ხატმწერების, ფოტოხელოვანების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, ასევე გაიმართა სტუდენტთა მიერ წარმოებული ღვინის დეგუსტაცია და დაჯილდოების ცერემონიალი.

ამავე დღეს საფუძველი ჩაეყარა ილია ჭავჭავაძის სახელობის ხელოვნების სასახლეს. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და მინისტრის მოადგილეები დაესწრნენ. მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ ხელოვნების სფეროს ცნობილი წარმომადგენლები.

რეგიონული მნიშვნელობის ილია ჭავჭავაძის სახელობის ხელოვნების სასახლე მომავალში მრავალ საიტერესო მხატვრულ-ლიტერატურულ ღონისძიებას უმასპინძლებს და ბევრ კულტურულ წამოწყებას დაუდებს საფუძველს. აქ ხელოვნების ცნობილი წარმომადგენლები სტუდენტებს შეხვდებიან, მოაწყობენ მასტერკლასებს, ლიტერატურულ და მუსიკალურ საღამოებს.

მრავალპროფილიან კოლეჯში „აისი“ 600-მდე სტუდენტი 22-მდე პროფესიას ეუფლება, მათ შორისაა  სახელოვნებო დარგები - თექის ხელოსანი და დეკორატიულ-გამოყენებითი ქსოვილების სპეციალისტი. ხელოვნების სასახლის დაარსებით, კოლეჯის ადმინისტრაცია ახალი სახელოვნებო პროგრამების დანერგვასაც გეგმავს, კერძოდ - მხატვრობისა და ხატწერის.

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე