ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ინკლუზიური პროფესიული განათლება დასაქმებისათვის

ინკლუზიური პროფესიული განათლების ფარგლებში, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის თემა იყო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა  და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების პოლიტიკის განსაზღვრის საკითხი, რომელსაც  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების წარმომადგენლები, არსამთავრობო ორგანიზაციები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს წევრები და დამსაქმებლები ესწრებოდნენ. 

შეხვედრისას განხილულ იქნა სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების მქონე  და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმებასთან დაკავშირებული გამოწვევები. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინსიტრომ დამსწრე საზოგადოებას  2014 წელს  ინკლუზიური პროფესიული განათლების მიმართულებით დაგეგმილი აქტივობები და ინიციატივები გააცნო, რომელიც მათი დასაქმების პრეცენდენტის შექმნას შეუწყობს ხელს. 

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ისაუბრა სსსმ პირთა დასაქმების მოდელების შესახებ. აღნიშნული მოდელები და რეკომენდაციები შემუშავებულია  ჩეხეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. 

 შეხვედრისას გამოიკვეთა სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების მიმართულებით შემდეგი საჭიროებები:

- უწყებათაშორისი კოორდინაციის გაძლიერება;

- ერთიანი ხედვის ჩამოყალიბება სსსმ პირთა დასაქმების პოლიტიკის განსაზღვრისათვის;

- დამსაქმებელთა მოტივაციის მექანიზმების შექმნა და დანერგვა. 

შეხვედრის შედეგად განისაზღვრა სამუშაო ჯგუფების შემქნის საკითხი, რომელშიც ჩართული იქნებიან თავად სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების მქონე პირები, დამსაქმებლები და სამინისტროს წარმომადგენლები. შედეგად განისაზღვრება ერთიანი პოლიტიკა შშმ პირთა დასაქმების მიმართულებით.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე