ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული ანტინარკოტიკული კამპანიის „არა ნარკოტიკს, ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება!“ ფარგლებში, მოსწავლეებისათვის ნახატებისა და ესეების კონკურსები ჩატარდა. სასკოლო კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეები დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და მოწვეულმა სტუმრებმა დააჯილდოვეს.

ნახატების კონკურსში VII-XII კლასის მოსწავლეებმა ანტინარკოტიკულ თემაზე შესაბამისი სლოგანით ნახატები შექმნეს, მათგან  საუკეთესოები  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გამოიფინა. გამარჯვებული ნახატების ავტორებს დიპლომები, სიგელები, ფულადი პრიზები და წიგნის მაღაზიის ვაუჩერები გადაეცათ.

ესეების კონკურსის ფარგლებში, VII-XII კლასის მოსწავლეებმა მოკლე ესეები მოამზადეს, რომელიც საკუთარი სკოლის წარმომადგენლებს გააცნეს. მოსწავლეთა საჯარო გამოსვლების ვიდეოჩანაწერების საფუძველზე კი, სპეციალურმა კომისიამ 20 საუკეთესო ესე გამოავლინა, რომელთა ავტორებიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ერთწუთიანი მიმართვით - არა ნარკოტიკს, ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება! სტუმრებისა და ჟიურის წინაშე წარსდგნენ.

კამპანიაში ჩართულმა სხვადასხვა სამინისტროსა და შესაბამისი ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შემდგარმა ჟიურიმ, საჯარო გამოსვლების შეფასების შედეგად,  I, II, III ადგილებზე გასული მოსწავლეები გამოავლინეს და მათ ჯილდოები და საჩუქრები გადასცეს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე