ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

თელავის საჯარო სკოლას ახალი ელექტრონული სასწავლო ტექნოლოგიები გადაეცა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტმა თელავის მესამე საჯარო სკოლას თანამედროვე ელექტრონული სასწავლო რესურსები გადასცა. დღეს, სკოლაში უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორებმა ვირტუალური მოდელებისა (ქართული, ბუნება, მათემატიკა, ფიზიკა) და რეალურ-ვირტუალური ცდების დემონსტრირება გამართეს, ასევე წარმოადგინეს დისტანციური სწავლების საშუალებების პრეზენტაცია. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი დაესწრნენ.

თამარ სანიკიძის განცხადებით, ელექტრონული სასწავლო რესურსებისა და დისტანციური სწავლების მეთოდის დანერგვა, განსაკუთრებით რეგიონების სკოლებში, ძალიან მნიშვნელოვანია. ახალი პროგრამები საშუალებას მისცემს მოსწავლეებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლაბორატორიაში დისტაციურად, საკუთარი სკოლიდან იმუშაონ, ჩაატარონ რეალური დისტანციური  სამუშაოები.

პროგრამა, რომელიც ტექნიკურმა უნივერსიტეტმა თელავის მესამე საჯარო სკოლას გადასცა მოიცავს: 

  • ვირტუალური სწავლების საშუალებები;
  • ქართული ენის შესასწავლი სრული კურსი 1-12 კლასები;
  • დაწყებითი კლასებისათვის მათემატიკა, ბუნება, მუსიკა;
  • ფიზიკისა და მათემატიკის სწავლების პაკეტი;
  • რეალური ლაბორატორიული სამუშაოები;
  • თავისუფალი ვარდნის აჩქარების განსაზღვრა;
  • ინერციის მომენტის განსაზღვრა;
  • გამტარის წინაღობის გეომეტრიულ პარამეტრებზე დამოკიდებულების შესწავლა.

 რეალურ ლაბორატორიულ სამუშაოებს თან ახლავს შესაბამისი თეორიის აღწერა და ჩატარების მეთოდური მითითებები, რაც ასევე გადაეცა სკოლას.

ღონისძიების ფარგლებში, თამარ სანიკიძე თელავის რაიონის საჯარო სკოლების დირექტორებსა და მასწავლებლებს შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრმა 2013-2014 სასწავლო წელი შეაჯამა, სისტემაში განხორციელებულ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მინისტრმა პედაგოგების შეკითხვებსაც უპასუხა და მათგან რეკომენდაციები მოისმინა.

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე