ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ფერმერთა განათლება და ინოვაციური სათბურები სამეგრელოში

შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტის სენაკის ფილიალს დღეს გაეროს ხელმძღვანელი საქართველოში ნილს სკოტი, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენელი საქართველოში სიმონე ვოლკენი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ოთარ დანელია, მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი ეწვივნენ. სტუმრებმა ფერმერთა საინფორმაციო და საკონსულატაციო ცენტრი და ინოვაციური, ეკოლოგიურად სუფთა სათბურები მოინახულეს.    

ფერმერთა საკონსულტაციო ანუ ექსტენციის ცენტრი ინფორმაციითა და ტრენინგით ემსახურება ადგილობრივ ფერმერებს. 2013 და 2014 წლებში პრაქტიკული დახმარება აქ 700-ზე მეტმა ფერმერმა მიიღო. ასევე განხორციელდა 30-მდე სადემონსტრაციო პროექტი, რომელთა დანიშნულებაა სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების  დანერგვა.

ინოვაციური სათბური ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სადემონსტრაციო პროექტია, რომელიც შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ხორციელდება. ენერგოეფექტური სათბური იყენებს ენერგიის ჰიბრიდულ სისტემას - გეოთერმულ და მზის ენერგიას. სათბური გადახურულია პოლიკარბონატით, მდგრადი და ეკონომიური მასალით, რომელიც შესანიშნავ თბოიზოლაციას უზრუნველყოფს. ტრადიციულ სათბურებთან შედარებით, ასეთი სათბური 60 პროცენტით ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს. ხოლო სათბურში გეოთერმული ენერგიის გამოყენება საქართველოსთვის ინოვაციური მიდგომაა.

ინოვაციური სათბურით ისარგებლებენ როგორც მცირე ფერმერები, ასევე პროფესიული სასწავლო კურსების სტუდენტები. სათბურში უკვე გაიარა პრაქტიკული სწავლება 50-ზე მეტმა სტუდენტმა. 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე