ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ზუგდიდში მასწავლებლის სახლი აშენდება

ქალაქ ზუგდიდში მასწავლებლის სახლის მშენებლობა დაიწყება, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის პედაგოგებს სხვადასხვა მიმართულებით მოემსახურება. ადგილი, სადაც მშენებლობა დაიწყება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ზუგდიდელ პედაგოგებთან ერთად დაათვალიერა და პირადად გაეცნო საპროექტო სამუშაოებს.

მინისტრის განცხადებით, მასწავლებლის სახლის ამოქმედება რეგიონისათვის ძალზე მნიშვნელოვანია, ადგილობრივი მასწავლებლებისა და დირექტორებისთვის ადგილზე განხორციელდება მოკლე და გრძელვადიანი ტრენინგები პროფესიულ უნარებსა და ყველა სასკოლო საგანში, ასევე მოეწყობა სემინარები, კონფერენციები, კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები ინგლისურ ენაში, კომპიუტერსა და მენეჯმენტში. გარდა ამისა, სკოლის პედაგოგები და დირექტორები მასწავლებლის  სახლში ფინანსურ და იურიდიულ კონსულტაციებსაც მიიღებენ. უცხოელი და ქართველი ტრენერები სხვადასხვა საგნებში  სამოდელო გაკვეთილებსა და მასტერკლასებს ჩაატარებენ, განხორციელდება ლაივ კონფერენციები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განთავსებულ სკოლებთან, მოეწყობა ბიბლიოთეკაც, რომელშიც ყველა სახის წიგნი განთავსდება, მათ შორის სახელმძღვანელოები, რომლებიც მასწავლებლებსა და დირექტორებს პროფესიული უნარების გაუმჯობესებაში დაეხმარება. 

2014 წელს სამეგრელოში დაგეგმილია 54 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია, 2 სკოლის ავარიულობის დადგენა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა, 6 სკოლის გაზიფიკაცია.

მესხიას სახელობის უნივერსიტეტის სენაკის პროფესიული სასწავლებლის სრული რეაბილიტაცია, სველი წერტილების მოწესრიგება, მესაქონლეობის ფერმის მშენებლობა და სასწავლებლის გაზიფიკაცია. ასევე, ამავე სასწავებლის სტუდენტთა საერთო საცხოვრებელის რეაბილიტაცია (პროფესორებთან შეხვედრაზე პროფესიული სასწავლებლის პედაგოგებიც იქნებიან).

მესხიას სახელობის უნივერსიტეტის უნივერსიტეტის გადახურვა და სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის რეაბილიტაცია.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე