ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრი საზღვრისპირა ქალაქის უნივერსიტეტში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა. მინისტრის განცხადებით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებთან დიალოგის რეჟიმში შეხვედრა ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, როდესაც შეხვედრა რეგიონში იმართება.

შეხვედრის მიზანი იყო მინისტრს პირადად გაეცნო მიმდინარე და დაგეგმილი სიახლეები პროფესორ-მასწავლებლებისთვის და მათგან მოესმინა შეფასება სამინისტროს მიერ ინიცირებულ პროექტებზე, ასევე მნიშვნელოვანი იყო უნივერსიტეტში არსებული პრობლემების გაცნობა და  შენიშვნებისა და წინადადებების მოსმენა.

ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტის ზუგდიდისა და სენაკის ფილიალებში ხორციელდება როგორც საბაკალავრო ისე, პროფესიული პროგრამები. უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მინისტრისაგან შეიტყეს, რომ მომდინარე წელს სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო  სენაკის პროფესიული სასწავლებლის სრულ რეაბილიტაციას, სველი წერტილების მოწესრიგებას, მესაქონლეობის ფერმის მშენებლობასა და სასწავლებლის გაზიფიკაციას განახორციელებს. ასევე მოხდება ამავე სასწავლებლის სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის რეაბილიტაცია.

სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის რეაბილიტაცია განხორციელდება მესხიას სახელობის უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალშიც, ასევე მოხდება შენობის გადახურვა.

უნივერსიტეტის რექტორის პროფესორ თეონა ხუფენიას განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც სასწავლებელში დაიგეგმა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მთელი რეგიონისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ორივე ფილიალში საერთო საცხოვრებლის რეაბილიტაციაა, ვინაიდან ეს სტუდენტებს აფხაზეთის ტერიტორიიდან, ასევე სოციალურად დაუცველ სტუდენტებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, საცხოვრებლის პრობლემას მოუხსნის და მნიშვნელოვნად გაზრდის სწავლის ხელმისაწვდომობას.

 

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე