ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროექტის „კინო სკოლაში“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს კინოცენტრმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, პროექტი „კინო სკოლაში“ განახორციელა. პროექტი მიზნად ისახავდა მოზარდებში კინოხელოვნების პოპულარიზაციის გზით, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნებისა და ესთეტიკური აღქმის უნარის განვითარებას.

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ პროფესიონალ კინომცოდნეებთან ერთად ენახათ ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით შერჩეული ფილმები, შეესწავლათ კინოსცენარის წერის თავისებურებები და თავად დაეწერათ მინი სცენარი. პროექტი 2014 წლის 17 მარტს დაიწყო და  2013-2014 სასწავლო წლის ბოლოს დასრულდა.

პროექტში ჩართული იყო 40 სკოლა (მცხეთა-მთიანეთი, იმერეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, აჭარა), სადაც შექმნილი იყო კინო კლუბები. სკოლები შეირჩა მათ მიერ წარმოდგენილი სამოტივაციო წერილების განხილვის შედეგად. სამიზნე ჯგუფს  საჯარო სკოლების IX-XI კლასის მოსწავლეები წარმოადგენდნენ. საქართველოს 5 რეგიონის 40 სკოლაში სამი თვის განმავლობაში  480 კინოჩვენება გაიმართა, რომელსაც  5000-მდე მოსწავლე დაესწრო.  დღეს, გორის  კულტურის ცენტრში პროექტის დახურვა გაიმართა.  რომლის დროსაც:

  • პროექტში ჩართულ სკოლებს და მასში მონაწილე ბავშვებს   სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ;
  • გამოცხადდა ინფორმაცია პროექტის ზაფხულის სეზონის შესახებ - პროექტი განაგრძობს  თავის  არსებობას მოხალისეების საშუალებით;
  • პროექტის მიმდინარეობისას შექმნილი 3 საუკეთესო სცენარის ავტორს გადაეცა საჩუქრები;
  • გაიმართა ახალი ქართული ფილმის  „გრძელი ნათელი დღეების“  ჩვენება და ფილმის შემდეგ, შემოქმედებით ჯგუფთან  ერთად დისკუსია.

პროექტის „კინო სკოლაში“ დასკვნით ღონისძიოებაში მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, კინოცენტრის დირექტორმა ნანა ჯორჯაძემ, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებმა და პროექტში ჩართული სკოლების მოსწავლეებმა.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე