ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

,,მხიარული სტარტების“ ფინალური შეხვედრა გაიმართა

მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო და სპორტის ეროვნული ფედერაცია ახორციელბს ერთობლივ პროექტს ,,მხიარული სტარტები“.

პროექტი „სახალისო სპორტისა და ფიზიკური განათლების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება და მასში ჩართულია სკოლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. დღეს, 2013–2014 წლების სეზონის ფინალური ტურნირი გაიმართა. ფინალში მონაწილეობდა: ჩოხატაურის პირველი, მარნეულის მეექვსე, წეროვანის მესამე და თბილისის 26-ე საჯარო სკოლაების გუნდები.

,,მხიარული სტარტების” მიზანია სპორტულ-გამაჯანსაღებელი და შემეცნებით-გასართობი შეჯიბრების მეშვეობით, მოზარდ თაობაში სპორტისა და ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, მოზარდი თაობის ცნობიერებაში ტოლერანტული დამოკიდებულების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, თვითრეალიზებაში დახმარება, მზრუნველობა მოკლებული და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების ,,მხიარული სტარტების” თამაშებში მონაწილეობის ხელშეწყობა და შესაბამისი პირობების მომზადება.

ფინალური შეხვედრის გახსნას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძე დაესწრნენ.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე