ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სერტიფიცირებული პედაგოგები დანამატს დაუბრკოლებლად მიიღებენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მისამართით, უკანასკნელ პერიოდში მიმაზნიმართულად გავრცელდა სხვადასხვა შინაარსის არასწორი ინფორმაცია. ამჯერად სამინისტრო ეხმაურება ელექტრონულად და ანონიმურად საჯარო სკოლებში გავრცელებულ დეზინფორმაციას, რომლის თანახმად, თითქოს ზაფხულის არდადეგებზე საჯარო სკოლის სერტიფიცირებული პედაგოგები სასერტიფიკაციო დანამატს არ მიიღებენ. აღნიშნული ინფორმაცია არ შეებამება სიმართლეს, რადგან ყველა სერტიფიცირებული პედაგოგი დანამატს დაუბრკოლებლად მიიღებს.

გაცნობებთ, რომ „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 21 ოქტომბრის N576 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-14 მუხლის შესაბამისად, მასწავლებელს ,,საქართველოს  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წლისა და არდადეგების  დაწყებისა და დასრულების თარიღების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 3 სექტემბრის №84/ნ ბრძანებით გათვალისწინებულ არდადეგების პერიოდში უნარჩუნდება ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით გაანგარიშებული შრომის ანაზღაურება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მასწავლებელს კანონმდებლობით გათვალისწინებულ არდადეგების პერიოდში თანამდებობრივ სარგოსთან ერთად უნარჩუნდება თანამდებობრივ სარგოზე კანონმდებლობით დადგენილი წესით გათვალისწინებული დანამატები.

ხაზგასმით შეგახსენებთ, სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების, რესურსცენტრებისა და სსიპ-ების წარმომადგენლებს, რომ ანონიმურად გავრცელებულ ინფორმაციას იურიდიული ძალა არ აქვს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 17 იანვრის №28 ბრძანებით თანახმადაც სისტემაში დასაქმებული პირები სამსახურებრივ მიმოწერას ახორციელებენ მხოლოდ შიდა კორპორატიული ელექტრონული ფოსტის საშუალებით.  

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე