ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ინგლისური ენის საზაფხულო სკოლა ამოქმედდა

16 ივნისს ”ინგლისური ენის სწავლების გაძლიერების პროგრამა” დაიწყო და მისი მონაწილეები ეროვნული სასწავლო ოლიმპიადების მესამე ტურის შედეგების საფუძველზე შერჩეული მე-9, მე-10 და მე-11 კლასის წარმატებული მოსწავლეები არიან. პროექტის მიმდინარეობას დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური გაეცნო.

პროექტი ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა - „თბილისის“ ბაზაზე ხორციელდება და ორ ქვეპროგრამას მოიცავს: “ინგლისური ენის საზაფხულო სკოლები საქართველოში” და ”ინგლისური ენის საზაფხულო სკოლები გაერთიანებულ სამეფოში”. 

პროგრამაში 600 მოსწავლე 4 ნაკადად მონაწილეობს, საიდანაც 32 საუკეთესო მოსწავლე (8 თითოეული  ნაკადიდან), სამინისტროს სრული დაფინანსებით, დამატებით გაემგზავრება დიდ ბრიტანეთში, ინგლისური ენის 2 კვირიან საზაფხულო სკოლაში. 

წელს ინგლისური ენის ბანაკი სრულიად განახლდა, როგორც ენის სწავლების  მეთოდიკის კუთხით, ასევე გაკვეთილების ფორმატითა და შინაარსით.

წლევანდელი ინგლისური  ენის პროგრამაში  მოსწავლეები, ინგლისური ენის ცოდნის დონის განსაზღვრის შემდეგ, ხვდებიან არა იმ ჯგუფებში, რომლის დონეც უკვე აჩვენეს ტესტირების შედეგებიდან გამომდინარე, არამედ ერთი საფეხურით მაღალ დონეზე, რათა მათი პროგრესი სამი კვირის მანძილზე უფრო გაუმჯობესდეს.

წელს ზოგადი ინგლისური ენის კურსის კურიკულუმი სრულიად შეიცვალა და დაემატა ისეთი საინტერესო  თემები როგორიცაა: PR at Buckswood; Press Day, Career Skills, Academic Writing, Business English, Tourism, Diplomatic Relationships, Modern Slang, English collocations და ა.შ.

ასევე წელს,  აკადემიურ ნაწილს დაემატა   ე.წ. „სასწავლო პორტფოლიო“ –“Learning Portfolio”, რომელიც დოკუმენტურად ასახავს მოსწავლის 3 კვირიან აკადემიურ მოღვაწეობას, სადაც ეტაპობრივად და დეტალურად არის ასახული პროგრამის ფარგლებში გავლილი სასწავლო მასალის შინაარსი და თემატიკა.

ყოველ მეათე დღეს მასწავლებელი ამზადებს  პროგრეს ანგარიშს, სადაც აფასებს თითოეული მოსწავლის აკადემიურ შედეგებს. მოსწავლეებს ასევე ყოველ მეათე დღეს უტარდებათ ტესტირება, რათა შემოწმდეს მათი  აკადემიური მოსწრება-პროგრესი.

მოსწავლეები საზაფხულო სკოლაში მოსვლისთანავე გადანაწილდნენ სხვადასხვა სახელწოდების მქონე ჯგუფებში და თითოეულ ჯგუფს დაენიშნა ლიდერი, რომელიც ზრუნავს მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობაზე როგორც სპორტულ, ისე შემოქმედებით აქტივობებსა და შეჯიბრებებში.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე