ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობა ახალ ფაზაში გადადის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე საზოგადოებრივი ორგანიზაციების ქართულ კოალიციაში „განათლება ყველასათვის - საქართველოში“ შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდა და მათთან  თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი.

საზოგადოებრივი ორგანიზაციების ქართულ კოალიციაში შემავალი ორგანიზაციებია: განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი; ასოციაცია სკოლა, ოჯახი, საზოგადოება; კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი; სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი; სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია;  მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის. ხელშეკრულების ხელმომწერია ასევე საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი.

მემორანდუმის ფარგლებში მოხდება ზოგადი განათლების საკითხებზე თანასწორუფლებიანი თანამშრომლობა სახელმწიფო უწყებასა და არასამთავრობო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის.

მემორანდუმის მიზანია ზოგადი განათლების მდგრადი განვითარებს ხელშეწყობა, ზოგადი განათლებისა და „განათლება ყველასათვის“ მიზნების მისაღწევად  - პოლიტიკის შემუშავება და რეალიზაცია, ზოგადი განათლების განვითარების პოლიტიკის დიალოგის წარმართვა, მონაწილეობითი მიდგომის განვითარება და ბენეფიციარების ფართოდ ჩართვა ზოგადი განათლების სფეროში მონიტორინგის, შეფასებისა და დაგეგმვის პროცესებში როგორც მაკრო, ასევე მიკრო დონეზე.

ანალოგიური თანამშრომლობა ხელს შეუწყობს განათლების სფეროში მიმდინარე პროცესების გამჭირვალობას და მასში დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობას.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე