ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაარსების დღე აღნიშნეს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაწესებულების დაარსების დღესთან დაკავშირებით რამდენიმე ღონისძიება გაიმართა. „ჩვენ - ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი’’ - ასე ერქვა გამოფენა-პრეზენტაციის ფორმატით წარმოდგენილ ცენტრის საქმიანობის ანგარიშს. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ცენტრის სამეცნიერო, კულტურული და საზოგადოებრივი საქმიანობის, საერთაშორისო თანამშრომლობის ამსახველ საილუსტრაციო მასალა, სხვადასხვა სივრცეებში ლოკალიზებული იყო ფოტოგამოფენები, ბოლო წლების განმავლობაში შემოწირული ხელნაწერები  და ცენტრის გამოცემები.

სამინისტროს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი უმთავრესი დაწესებულებაა საქართველოში, რომელიც იცავს და იკვლევს ჩვენი ქვეყნის ხელნაწერ მემკვიდრეობას. საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული სიძველეთსაცავი, სამეცნიერო და კულტურული დაწესებულება, ქართველოლოგიური კვლევების ერთ-ერთი უმთავრესი კერა 1958 წელს ილია აბულაძის ინიციატივით დაარსდა.

სამინისტროს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის უნიკალური კოლექცია ფაქტობრივად მთელი ჩვენი ქვეყნის ისტორიული მეხსიერებაა. აქ დაცულია უძველესი ქართული და უცხოური ხელნაწერი წიგნები, ისტორიული დოკუმენტები, ცნობილი ქართველი მოღვაწეების ნაშრომები, ავტოგრაფები, პირადი არქივები, პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნების სრული კოლექცია.

ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში კონსტანტინე სურგულაძე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი, სხვა  საზოგადოებისათვის ცნობილი ადამიანი და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მოწვეულმა სტუმრებმა ერთობლივი პროექტების ამსახველი გამოფენა დაათვალიერეს, ასევე შეხვდნენ ცენტრის თანამშრომლებს და მათ საქმიანობას გაეცნენ.  აქვე, თამარ სანიკიძემ ისაუბრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაგეგმილ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და აღნიშნა, რომ სამინისტრო იწყებს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ახალი, თანამედროვედ აღჭურვილი შენობის საპროექტო სამუშაოებს.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე