ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროგრამის „სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარება“ შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა

სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის „სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარება“ შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა. პროექტი წელს პირველად ამოქმედდა და მასში 206 საჯარო სკოლის მასწავლებელი მონაწილეობდა საქართველოს ყველა რეგიონიდან.

პროგრამის პილოტორების პროცესში ჩართულმა პედაგოგებმა წარმოადგინეს 2013-2014 სასწავლო წლის ანგარიში და შედეგები, თუ  რა მისცა ამ პროგრამამ პროფესიული განვითარების ჯგუფს, თითოეულ მასწავლებელს და მთლიანად სკოლას. რამდენად იმოქმედა პროფესიულ ურთიერთობებზე, შეუწყო თუ არა ხელი მათ პროფესიულ განვითარებას და სწავლების ხარისხის ამაღლებას. გარდა ამისა, კონფერენციაზე მოხდა წარმატებული გამოცდილების გაზიარება.

2013-2014 სასწავლო წლის დასაწყისში ქვეყნის 206 საპილოტე სკოლაში შეიქმნა შვიდკაციანი პროფესიული განვითარების ჯგუფები. პედაგოგები სკოლის მიერ სხვადასხვა საგნობრივი კათედრებიდან შეირჩნენ. იგეგმება პროგრამაში მონაწილე სკოლების რაოდენობის გაზრდა და ამ მიზნით, „სასკოლო ქსელების“ ამუშავება. მომავალი წლიდან უფრო მეტ სკოლას ექნება შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების პროგრამაში.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე