ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის გზამკვლევის პრეზენტაცია გაიმართა

სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის გზამკვლევის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური დაესწრო.

მასწავლებლის სტანდარტის უპირველესი დანიშნულება მასწავლებელთა საქმიანობის პროცესის მართვა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ხელშეწყობაა. სწორედ ის, თუ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს პროფესიონალი მასწავლებელი, გაწერილია სტანდარტში. ის უშუალოდ უკავშირდება ისეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებს, როგორიცაა ეროვნული სასწავლო გეგმა და ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები.

სტანდარტი საფუძვლად უდევს მასწავლებელთა მომზადებისა და პროფესიული განვითარების, ასევე მასწავლებლის შეფასების ერთიან სისტემას. როგორც მოქმედი, ასევე, მომავალი მასწავლებლებისათვის მნიშვნელოვანია მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების სისტემა მთლიანობაში იყოს განხილული.

მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი 2008 წელს დამტკიცდა, თუმცა მას შემდეგ  აუცილებელი გახდა სტანდარტის პირველ ვერსიაში ცვლილებების შეტანა და მასწავლებლის სტანდარტის ძირითადი, პედაგოგიური ნაწილის დახვეწა ახალი გამოწვევების შესაბამისად. ასევე, 2014 წლის მარტში ცვლილების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზი იყო მასწავლებელთა ოთხ სხვადასხვა საკვალიფიკაციო კატეგორიად დაყოფა, რაც საფუძვლად დაედება პროფესიული განვითარების სქემის განახლებულ ვერსიას. 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე