ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

იულიხის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გერმანიის იულიხის კვლევით ცენტრს (FZJ) შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და იულიხის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელმა სებასტიან შმიდტმა მოაწერეს.

ხელშეკრულება ითვალისწინებს:

  • ხელი შეუწყონ სტუდენტთა გაცვლას, სტაჟირების, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების მეშვეობით;
  • ხელი შეუწყონ ქართველ დოქტორანტებს ქართულ და გერმანულ უნივერსიტეტებს შორის  შეთანხმებების მომზადებით ე.წ. ერთობლივი სწავლების პროგრამის ფარგლებში;
  • მხარი დაუჭირონ ქართველ მეცნიერებს  ერთობლივ კვლევით საქმიანობაში და სამეცნიერო დანადგარებით აღჭურვაში;
  • უზრუნველყონ საშუალო და გრძელვადიანი ერთობლივი პროექტების განხორციელება  იულიხის კვლევითი ცენტრის მასშტაბით და მის ფარგლებს გარეთ, მაგალითად,  ქართველ-გერმანელი პარტნიორების მიერ  განაცხადების წარდგენის  მეშვეობით,  ევროკავშირის პროგრამა „ჰორიზონ 2020“ ინიციატივის ფარგლებში;
  • დაეხმარონ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მის განზრახვაში, რომ  განსაზღვროს და ხელი მოაწეროს საქართველოსა და გერმანიას შორის განახლებულ სამეცნიერო და საგანმანათლებლო მთავრობათშორის შეთანხმებას.

ამავე დღეს, საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმს (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელწმიფო უნივერსიტეტი) დაემატა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი  და ხელშეკრულების თანახმად, ხელმომწერი მხარეები ხელს შეუწყობენ გრძელვადიანი სამეცნიერო და საგანმანათლებლო თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას კონსორციუმსა და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის  ინსტიტუტებს (ენერგეტიკისა და კლიმატის კვლევითი ინსტიტუტი-IEK, ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტი-IKP, ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტი-INM, იულიხის ნეიტრონული მეცნიერების ცენტრი-JCNS), ინჟინერიის, ელექტრონიკისა და ანალიზის ცენტრალურ ინსტიტუტს (ZEA) შორის.

შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზრდება ქართველი სტუდენტებისა და მეცნიერების ჩართულობა იულიხის კვლევით ცენტრში მიმდინარე კვლევებში, რაც ქართველ სტუდენტებს საშუალებას მისცემს ეზიარონ საერთაშორისო გამოცდილებას, დაამყარონ ურთიერთობა თავიანთ კოლეგებთან და გახდნენ საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების სრულფასოვანი წარმომადგენლები. სამი ქართული სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა კვალიფიკაციის დამადასტურებელი საერთაშორისო დოკუმენტი მიიღონ.

გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრი და საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმი ქართველი მეცნიერების საქართველოში დაბრუნებას შეუწყობენ ხელს და უზრუნველყოფენ მათთვის ლაბორატორიების აღჭურვასა და სამუშაო პირობების შექმნას.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე