ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ლია გიგაური ქვემო სვანეთის მასწავლებლებს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ქვემო სვანეთის საჯარო სკოლების დირექტორებსა და მასწავლებლებს შეხვდა. სვანეთში ანალოგიური შეხვედრა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან აქამდე არასოდეს გამართულა, შესაბამისად, დიდი იყო სკოლების წარმომადგენელთა დაინტერესება და მოლოდინი. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა კოალიციის „განათლება ყველასათვის - საქართველოში“ წევრი საზოგადოებრივი ორგანიზაციის „სკოლა, ოჯახი, საზოგადოება» აღმასრულებელი დირექტორი  ლაშა მკურნალიძე. 

სამუშაო შეხვედრაზე ლია გიგაურმა შეხვედრის მონაწილეებთან ერთად 2013-2014 სასწავლო წელი შეაჯამა და სისტემაში განხორციელებულ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე პრეზენტაცია წარმოადგინა.

სამუშაო შეხვედრა რამდენიმე საათის განმავლობაში კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. დირექტორებმა და მასწავლბლებმა ყველა კითხვაზე მიიღეს პასუხი. მათ ასევე, შესაძლებლობა ჰქონდათ მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები და შენიშვნები  გამოეთქვათ.

ლენტეხის მუნიციპალიტეტში 11 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს 717 მოსწავლითა და 223 მასწავლებლით. „სკოლების ხელმისაწვდომობის ქვეპროგრამაში“ ყველა სკოლა ჩართულია და შესაბამისად, სატრანსპორტო მომსახურებით ყველა მოსწავლე სარგებლობს. ლენტეხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები მონაწილეობენ სამინისტროს მიერ განხორციელებულ სხვადასხვა პროგრამებსა და კონკურსებში. ყველა საჯარო სკოლა  უზრუნველყოფილია ინტერნეტ მომსახურებით.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე