ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან პროფესიული განათლების სისტემის რეფორმასთან დაკავშირებული საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა გახსნა.

მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით პროფესიული განათლების სისტემის განვითარებისთვის აუცილებელია არა მხოლოდ კერძო სექტორისა  და პროფესიული კავშირების ჩართულობა, არამედ სამოქალაქო საზოგადოების ძალიან აქტიური მონაწილეობა. სწორედ ამიტომ, ინფორმაციის გაზიარების მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სამოქალაქო საზოგადოებასთან რეგულარულ შეხვედრებს აწყობს. დღევანდელ შეხვედრაზე, დამსწრე ორგანიზაციებმა მიიღეს ინფორმაცია პროფესიული განათლების სტრატეგიის განხორციელებასთან დაკავშირებით, გაეცნენ იმ  პროექტებსა და ინიციატივებს, რომელიც ამ სფეროშია დაგეგმლი.  

შეხვედრაზე, სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა თამარ ქიტიაშვილმა პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგია (2013-2020 წლები) წარმოადგინა და ვრცლად ისაუბრა უკვე განხორციელებულ პროექტებზე.

შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელი ოლივერ რაისნერი დაესწრო, რომელმაც სამოქალაქო საზოგადოებას ინფორმაცია იმ დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე მიაწოდა, რომელიც საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ფინანსური შეთანხმების დოკუმენტით „დასაქმება და პროფესიული განათლება"  არის მხარდაჭერილი. ოლივერ რაისნერის თქმით - პროფესიული განათლების სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიიღეს ინფორმაცია პროფესიული განათლების სტრატეგიის მიმდინარეობაზე და ევროკავშირის მიერ ამ რეფორმის მხარდაჭერაზე, რაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იმისათვის, რომ რეფორმის განხორციელებაში ისინი აქტიურად ჩაერთვნენ თავის იდეებით, საქმიანობით თუ გამოცდილებით, რეფორმის ფარგლებში მზადდება ახალი საგრანტო კონკურსი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პროექტი ითვალსიწინებს მთლიანად საქართველოს რეგიონის ჩართულობას. რეფორმა ნამდვილად შედეგებზე იქნება ორიენტირებული, რაც დასაქმებასა და პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებას გულისხმობს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მიესალმება საქართველოში პროფესიული განათლების განვითარების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას  და მზადაა მათთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის.

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე