ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ამერიკელი სტუმარი ქართულ სასწვლებლებს ეცნობა

აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი დენა ჰაიდი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი დღეს, კაჭრეთის პროფესიული განათლების ცენტრ „აისს“ ეწვივნენ. მათ პროფესიული განათლების ცენტრის სასწავლო ლაბორატორიები დაათვალიერეს, პრაქტიკული სწავლების პროცესს დაესწრნენ და  ცენტრის მასწავლებლებთან და სტუდენტებთან შეხვედრები გამართეს.

-ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის ფარგლებში, გათვალისწინებულია 16 მილიონი დოლარი პროფესიული განათლების განვითარებისათვის. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები და გრანტის მმართველი კომპანიის შერჩევა. დღეს, დელეგაცია კაჭრეთის პროფესიულ სასწავლებელში გაეცნო სხვადასხვა ქვეყნების მიერ გაწეულ ინვესტიციებს პროფესიულ განათლებში. განსაკუთრებული ყურადღება მიექცა, ამერიკის მიერ გაწეულ ინვესტიციას პროფესიული განათლების განვითარების კუთხით. ეს ყველაფერი ძალიან საინტერესო გამოცდილებაა, საინტერესო მაგალითებია, რომლებიც ეხმარება სტუდენტს ახალი ცოდნის შეძენაში,  რაც თავისთავად დასაქმების მაჩვენებელს აუმჯობესებს და ვფიქრობთ, რომ ეს გამოცდილება გამოყენებული და გაზიარებული იქნება - განაცხადა ქეთევან ნატრიაშვილმა.

დენა ჰაიდი საქართველოში იმყოფება აშშ-ის  სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში. ამავე დღეს დენა ჰაიდმა სხვა სასწავლო დაწესებულებებიც მოინახულა.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე