ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

შეხვედრა პანკისის ხეობის დირექტორებთან და მასწავლებლებთან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური პანკისის ხეობის საჯარო სკოლების დირექტორებსა და მასწავლებლებს შეხვდა. ასეთი მასშტაბური შეხვედრა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან, რომელშიც ხეობის ყველა სკოლის მასწავლებელი და დირექტორი მონაწილეობდა, აქამდე პანკისის ხეობაში არ გამართულა. შესაბამისად, დიდი იყო სკოლების წარმომადგენელთა დაინტერესება და მოლოდინი.

სამუშაო შეხვედრაზე ლია გიგაურმა შეხვედრის მონაწილეებთან ერთად 2013-2014 სასწავლო წელი შეაჯამა და სისტემაში განხორციელებულ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე პრეზენტაცია წარმოადგინა.

სამუშაო შეხვედრა რამდენიმე საათის განმავლობაში კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. დირექტორებმა და მასწავლბლებმა ყველა კითხვაზე მიიღეს პასუხი. მათ ასევე, შესაძლებლობა ჰქონდათ მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები და შენიშვნები  გამოეთქვათ.

პანკისის ხეობაში 5 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს 1300-მდე მოსწავლითა და 120 მასწავლებლით. სკოლებში, სადაც ეთნიკური ქისტები და ჩეჩნები სწავლობენ, სწავლა ქართულ ენაზე მიმდინარეობს, ერთ სკოლაში რუსული სექტორი ფუნქციონირებს. „სკოლების ხელმისაწვდომობის ქვეპროგრამაში“ 4 სკოლაა ჩართული და შესაბამისად, ამ სკოლის მოსწავლეები სატრანსპორტო მომსახურებით სარგებლობენ. ხეობის სამ სკოლას ნაწილობრივი რეაბილიტაცია აქვს გავლილი, ორი  სკოლა სრულადაა რეაბილიტირებული, სკოლები აღჭურვილია ახალი ინვენტარით, ყველა საჯარო სკოლა  უზრუნველყოფილია ინტერნეტ-მომსახურებით.

პანკისის ხეობაში სასკოლო ცხოვრება ისევე სრულფასოვნად მიმდინარეობს, როგორც საქართველოს ნებისმიერი ქალაქის თუ სოფლის სკოლაში, პანკისელი მოსწავლეები მონაწილეობენ სამინისტროს მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა პროგრამებსა და კონკურსებში, ასევე წარმატებით მონაწილეობენ ერთიან ეროვნულ გამოცდებში, ხუთი სკოლიდან ორ სკოლას სერტიფიცირებული დირექტორი ჰყავს, სასერტიფიკატო გამოცდებში მონაწილეობენ მასწავლებლებიც, ასევე გადიან მასწავლებლის სახლის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებს თბილისში და ადგილზეც.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე