ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სტუდენტთა დასაქმების პროექტი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ და მინისტრის მრჩეველმა ოთარ აბესაძემ მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროექტში სტუდენტების დასაქმებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს.

როგორც ცნობილია, გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის, რის შედეგადაც მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროექტში სტუდენტები დასაქმდებიან.

საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს ყველა იმ ქალაქში ჩატარდა, სადაც  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებს. გაიმართა პრეზიენტაციები იმის თაობაზე, თუ რა სახით მოხდება სტუდენტთა ჩართულობა ამ პროექტში, რა სახის სამუშაოები ექნებათ შესასრულებელი და ა.შ.

აღნიშნულ პროექტში სტუდენტები ერთვებიან შემდეგი პრინციპით: მემორანდუმის შინაარსიდან გამომდინარე, უნივერსიტეტების ფაკულტეტებმა აიღეს ვალდებულება, რომ თითოეული ფაკულტეტიდან გაეწიათ მაღალი მოსწრების და მაღალი შეფასების მქონე სტუდენტებისათვის რეკომენდაცია. თითოეულ რეკომენდირებულ სტუდენტს აქვს ფაკულტეტის დეკანის რეკომენდაცია. 31 ივლისის ჩათვლით უნივერსიტეტები მოგვაწოდებენ რეკომენდირებულ სტუდენტთა სიას. ეს სია გადაეცემა საქ.სტატს და მოხდება მათი  ამ პროექტში დასაქმება.

ქვოტების განსაზღვრა მოხდა უნივერსიტეტებში არსებული სტუდენტთა რაოდენობის მიხედვით. თუ რომელიმე სტუდენტი ვერ მოხდა ამ რეკომენდირებულთა სიაში, მათ თავისუფლათ შეუძლიათ ისევე, როგორც სხვებს, ვებგვერდზე www.hr.gov.ge დარეგისტრირდნენ და მიიღონ კონკურსში მონაწილეობა. ვაკანსიას საქსტატი გამოაქვეყნებს და სტუდენტებს შეეძლებათ თავიანთი რეზიუმე ატვირთონ. ამ პროექტის ფარგლებში დასაქმდება, საქართველოს მასშტაბით უნივერსიტეტების მიერ  რეკომენდირებული 1620 სტუდენტი.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე