ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიის პროცესი გრძელდება

ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიის პროცესს პარტნიორობას უწევენ გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. სწორედ მათი ხელშეწყობით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტს პირველი სამუშაო ვიზიტით ესტონეთის განათლების სამინისტროს ფონდ „ინოვეს“ ექსპერტები ეინარ ვარა და ენე კულდერკნუპი ეწვივნენ.

ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიის პროცესი ამ ეტაპზე დაწყებით საფეხურს მოიცავს. ექსპერტები მუშაობენ როგორც ადმინისტრაციულ, ასევე საგნობრივ ნაწილზე. I ეტაპზე დამუშავდება I-IV კლასების საგნობრივი პროგრამები, ხოლო შემდგომ ეტაპებზე პროცესი შეეხება საბაზო-საშუალო საფეხურის ყველა კლასს.

ორი კვირის განმავლობაში საერთაშორისო ექსპერტებმა ქართველ კოლეგებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს და რეკომენდაციები გაუწიეს ეროვნული სასწავლო გეგმის გადამუშავების პროცესში. ვიზიტის ფარგლებში ესტონელი ექსპერტები შეხვდნენ სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებს. ასევე გაიმართა სამუშაო შეხვედრები თბილისისა და საქართველოს რეგიონების საჯარო სკოლების დირექტორებთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან.

თანამშრომლობა გაგრძელდება საბაზო და საშუალო საფეხურების საგნობრივი სტანდარტების რევიზიის, ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ჩარჩოს შემუშავების  და ეროვნული სასწავლო გეგმის ელექტრონული ინტერაქტიული პორტალის განვითარების პროცესშიც.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე