ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიული სტუდენტები ახალგაზრდული კლუბის მშენებლობაზე

საზოგადეობრივ კოლეჯ ”სპექტრსა” და ასოციაცია ”ანიკას” შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმების მიზანია კოლეჯმა ხელი შეუწყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა და ახალგაზრდების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციას, ინტეგრირებული ახალგაზრდული კლუბის დაარსებასა და უსასყიდლოდ,  სამშენებლო სამუშაოების წარმოებაში. თანამშრომლიბა გულისხმობს კოლეჯის შესაბამისი პროფესიული პროგრამების, პროფესიული სტუდენტებისა და მასწავლებლების მიერ  სამშენებლო სამუშაოების ჩატარებას სასწავლო და საწარმოო პრაქტიკის გავლის მიზნით.

საზოგადეობრივი კოლეჯი ’სპექტრი” ამზადებს კადრებს სამშენებლო მიმართულებით, რომელთაც კოლეჯი შესაბამის პროფესიულ ცოდნას აძლევს და უზრუნველყოფს  სწავლების  თეორიულ-პრაქტიკული კუთხით მიმდინარეობას. ამის კარგი მაგალითია  კოლეჯის ”სპექტრი” პროფესიული სტუდენტებისა და მასწავლებლების მონაწილეობა ასოციაცია ”ანიკას” ინტეგრირებული ახალგაზრდული კლუბის მშენებლობაში.  აქ  სტუდენტებს  საშუალება ეძლევათ მაქსიმალურად გამოავლინონ და მოახდინონ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება, გაიმყარონ პრაქტიკული უნარები, რაც ხელს შუწყობს მათ შემდგომ დასაქმებას.

კლუბის სარემონტო სამუშაოებში ჩართულნი არიან შემდეგი პროფესიული პროგრამის სტუდენტები: მღებავი, თაბაშირ-მუყაოს სპეციალისტი,  მეფილე-მომპირკეთებელი, ელექტრიკოსი, შემდუღებელი. სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობას დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი პირადად გაეცნო.

პროფესიული სტუდენტების მიერ რეაბილიტირებულ ინტეგრირებულ ახალგაზრდულ კლუბში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდები და მათი თანატოლები თავისუფალ დროს  საინტერესოდ და ორგანიზებულად გაატარებენ, ექნებათ შემოქმედებითი უნარების გამოვლენის შესაძლებლობა, მოაწყობენ საკუთარი ნამუშევრის გამოფენას და გაუზიარებენ ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებებსა და ცოდნას.   

ყოველივე ზემოაღნიშნული კარგი მაგალითია სახელმწიფო და კერძო სექტორის ნაყოფიერი, კეთილშობილური და რაც მთავარია ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე