ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მუხრანელი მოსწავლეები სექტემბერიდან ახალ სკოლაში ისწავლიან

თანამედროვე სკოლა აშენდა მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში. სკოლაში ამ ეტაპზე მიმდინარეობს როგორც შიდა ასევე, გარე მოპირკეთებითი და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები, რომელიც დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ დაათვალიერა.

სოფელ მუხრანის N2 საჯარო სკოლის შენობა გასული საუკუნის დასაწყისში იყო აშენებული, ავარიული და ამორტიზირებული შენობის ადგილზე 2013 წლის დეკემბერში ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყო, რომელიც  240 მოსწავლეზეა გათვლილი და უკვე ახალი სასწავლო წლისთვის ფუნქციონირებას შეუდგება.

სკოლის მშენებლობისათვის გამოყენებულია თანამედროვე მაღალი ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამშენებლო მასალები, შენობა აღჭურვილია თანამედროვე გათბობისა და ვენტილაციის სისტემებით, სკოლას  ექნება  საბუნებისმეტყველო ლაბორატორია, ბიბლიოთეკა. სასწავლო შენობაში  საკლასო ოთახებისა და დირექციის გარდა, გათვალისწინებულია ასევე კვების ბლოკი, ექიმის კაბინეტი და დამხმარე სათავსოები, ახალი სასწავლო წლითვის სკოლას თანამედროვე სასკოლო მერხები, დაფები და ახალი კომპიუტერები გადაეცემა.

ახალ სკოლაში ყველა ასაკობრივი ჯგუფის მოსწავლეს ინდივიდუალური რეკრიაციის ზონა ექნება. საჯარო სკოლაში მოწყობილია ლიფტი, ხოლო მთლიანი შენობა და ეზოს კეთილმოწყობა გათვლილია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე  მოსწავლეებზეც. სკოლას ექნება ღია სპორტული მოედანი და სპორტული დარბაზი.

სოფელ მუხრანის #2 საჯარო სკოლა ერთ-ერთია იმ 9 სკოლიდან, რომლის მშენებლობაც 2013 წლის ბოლო დაიწყო საქართველოს მასშტაბით.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე