ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველო - იუნესკოს პროფესიული განათლების საერთაშორისო ცენტრი „UNEVOC“ წევრი ქვეყანა გახდა

საქართველოს პროფესიული განათლების სისტემის ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან ჰარმონიზაციის მიზნით მიმდინარე წლის 11 აგვისტოს საქართველო იუნესკოს  პროფესიული განათლების საერთაშორისო ცენტრის „UNEVOC“ წევრი ქვეყანა გახდა.

იუნესკოს საგანმანათლებლო სექტორი ხელს უწყობს განათლების, მეცნიერებისა და კულტურული ფასეულობების განვითარებას, რაც მოიცავს ტექნიკურ დახმარებას, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას, ინოვაციური პროექტების განხორციელებას, ადამიანური რესურსის განვითარებასა და ერთიან ელექტრონულ ქსელში წევრი ქვეყნების გაერთიანებას.

იუნესკოს საგანმანათლებლო სექტორის მიზანია ხელი შეუწყოს ადამიანის ფუნდამენტალური უფლების  - განათლების პოპულარიზაციას, განათლების ხარისხის განვითარებას და ინოვაციური მიდგომებისა და დიალოგის ხელშეწყობას.

იუნესკოს პროფესიული განათლების საერთაშორისო ცენტრი „UNEVOC“ კი წარმოადგენს გაერთიანებული ერების მანდატს, რომელიც ხელს უწყობს მის წევრ ქვეყნებში პროფესიული განათლების სისტემის განვითარებას, საზოგადოების კეთილდღეობას, მათი თანაარსებობის ხელშეწყობას, გენდერულ თანასწორობასა და სიღარიბის დაძლევაზე ორიენტირებული აქტივობების განხორციელებას.

ამიერიდან, საქართველოს, როგორც იუნესკოს პროფესიული განათლების საერთაშორისო ცენტრის წევრ ქვეყანას, „UNEVOC“ დაეხმარება პროფესიული განათლების პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისი მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებისა და ადამიანური რესურსის პროფესიული უნარების  განვითარების პროცესში.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე