ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სკოლის ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობა და განათლება

მშობლების სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახალ პროგრამებს იწყებს. ამ თემაზე დღეს,  სამინისტროში პრეზენტაცია გაიმართა. სიახლეებთან დაკავშირებით, მინისტრმა თამარ სანიკიძემ ჟურნალისტებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.

სიახლეები მშობლების სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით, რამდენიმე მიმართულებით განხორციელდება:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმის ახალი რედაქციის მიხედვით, დამრიგებლებისათვის სავალდებულო ხდება მშობლებთან რეგულარული კომუნიკაცია;
  2. იწყება პროგრამები სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის გაძლიერების მიზნით, რაც გულისხმობს მშობელსა და სკოლას შორის რეგულარულ, ორმხრივ, შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომლობას. მშობელი სკოლის სრულუფლებიანი პარტნიორი ხდება;
  3. 2015 წლის იანვრიდან ინკლუზიური განათლების მიმართულებით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა მშობლების საგანმანათლებლო პროგრამები ამოქმედდება, მოხდება მშობელთა გადამზადება და მათი სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის უზრუნველყოფა;
  4. ზოგადი განათლების ხელშეწყობის მიზნით, განხორციელდება მშობელთა განათლების ქვეპროგრამა, რომელიც გულისხმობს მშობელთა ინფორმირებას ისეთ მნიშვნელოვან თემებზე როგორიცაა:  ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებების გამოვლენის ხელშეწყობა, სახლში სწავლისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა, შვილთან კომუნიკაციის პროცესში ასაკობრივ-ფსიქოლოგიური თავისებურებების გათვალისწინება და სხვ.

მშობლებთან დაკავშირებით დაგეგმილი ყველა სიახლე ერთ მიზანს ემსახურება - სკოლამ ოჯახთან ერთად აღზარდოს ჯანმრთელი, განათლებული და ღირსეული მოქალაქე.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე