ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ზესტაფონის რაიონში ახალი სკოლა აშენდა

ზესტაფონის რაიონის სოფელ სადგურ სვირში ახალი სკოლის მშენებლობა სრულდება, მიმდინარეობს შენობის გადახურვა, შიდა და გარე სარემონტო სამუშაობი. დღეს, სვირში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი ჩავიდნენ, სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს და პედაგოგებსა და სოფლის მოსახლეობას შეხვდნენ.

სოფელ სადგურ სვირის მოსწავლეები რამდენიმე ათეული წელი ძველ შენობაში არასტანდარტულ, სწავლისათვის შეუფერებელ გარემოში სწავლობდნენ. სასწავლო პროცესი სოფლის განაპირას მდებარე რკინიგზის ქვესადგურის დამხმარე ნაგებობებში მიმდინარეობდა, სადაც არ იყო ელემენტარული სანიტარულ-ჰიგიენური პირობები. ნაგებობიდან 25 მეტრის დაშორებით მუშაობს მაღალი ძაბვის ქვესადგური, ხოლო შენობის თავზე  მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები გადის, რომელთაც  ძლიერი ელექტრო-მაგნიტური გამოსხივება აქვთ.

გასულ სასწავლო წელს სკოლაში მხოლოდ 57 მოსწავლე სწავლობდა, მათი რიცხვი ყოველწლიურად იკლებდა. მინისტრთან საუბრისას, სოფლის მოსახლეობამ იმედი გამოთქვა, რომ ყველა ის მოსწავლე, ვინც ცუდი სასწავლო პირობების გამო სკოლა დატოვა, აუცილებლად დაბრუნდება და ახალ, თანამედროვედ აღჭურვილ სკოლაში გააგრძელებს სწავლას.

ახალი სკოლის შენობა ძველ სკოლაზე გაცილებით უკეთეს და ხელსაყრელ ადგილზე აშენდა, ორსართულიანი თანამედროვე სკოლა ახალი ინვენტარითა და ტექნიკით აღიჭურვება, ექნება ცენტრალიზებული გათბობა, სასწავლო ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლასი, ექიმის კაბინეტი, ღია სპორტული მოედანი. სკოლა ასევე ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. სკოლა 120 მოსაწავლეზეა გათვლილი და 2014 წლის ოქტომბერში დაიწყებს ფუნქციონირებას.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე