ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საჯარო სკოლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს - ეტაპობრივად სრულდება საქართველოს მასშტაბით 2013 წელს დაწყებული სკოლების მშენებლობები და რვა ახალი სკოლის მშენებლობა იწყება. გარდა ამისა, რეაბილიტაცია უტარდება 400-ზე მეტ საჯარო სკოლას,  მათ შორისაა თბილისის 64 საჯარო სკოლა.

დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის 133-ე საჯარო სკოლას ეწვია და სამინისტროს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, პირადად გაეცნო სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას.

133-ე საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოების პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია - გარემონტდა და მოეწყო საკლასო ოთახები, ამჯერად, დერეფნების რემონტი, იატაკისა და კარებების შეცვლა და სამღებრო სამუშაოები მიმდინარეობს, მოეწყობა ექიმის კაბინეტი.

რეაბილიტაციის მეორე ეტაპზე ასევე დაგეგმილია სარინელის, წყლის გადამყვანი და სადრენაჟო სისტემის მოწყობა, არსებული ელექტროსისტემის რეაბილიტაცია. ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის სკოლა სრულად რეაბილიტირებული იქნება.

სარემონტო სამუშაოები ინტესიურად მიმდინარეობს დანარჩენ საჯარო სკოლებშიც. ასევე, 2014 წელს მოხდება 44 საჯარო სკოლის გაზიფიცირება და 34 სკოლაში ახალი გათბობის სისტემა დამონტაჟდება.

მინისტრის განცხადებით, სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალშიც უწყვეტ რეჟიმში განხორციელდება ვინაიდან, სასკოლო ინფრასტრუქტურის მკვეთრად გაუმჯობესება და თანამედროვე სასწავლო გარემოს შექმნა სამინისტროს ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტად რჩება. ამ მიმართულებით სამუშაოები გეგმაზომიერად, თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტებზე დაყრდნობით გაგრძელდება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე