ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ტრენინგ-კურსი პირველკლასელთა დამრიგებლებისათვის

2014-2015 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო ყველა პირველკლასელს გაუმჯობესებული ტექნიკური მახასიათებლების მქონე ნეთბუქებს საჩუქრად გადასცემს. მაღალი ხარისხის კომპიუტერებს მიიღებენ დაწყებითი კლასის დამრიგებლებიც.

სასწავლო პროცესში კომპიუტერების მიზანმიმართული ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი დაწყებითი კლასის მასწავლებლების ტრენინგებსაც ახორციელებს. დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე  რუსთავის  22-ე საჯარო სკოლას ეწვია, სადაც ახალი კომპიუტერები უკვე მიიღეს და  პირველკლასელთა დამრიგებლების ტრენინგები მიმდინარეობს.

დაწყებითი საფეხურიდანვე თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაცია სწავლა-სწავლების პროცესში ძალზე მნიშნველოვანია - კომპიუტერების საშუალებით პირველკლასელები დავალებებს ასრულებენ და ეცნობიან სხვადასხვა ელექტრონულ რესურსებს. ინტერაქტიული და მოსწავლეებისათვის საინტერესო საგაკვეთილო პროცესის უზრუნველსაყოფად, სპეციალურ გადამზადებას გადიან პირველკლასელთა დამრიგებლებიც.

პირველი კლასის მასწავლებლების ტრენინგ-კურსი „ელექტრონული სწავლების დანერგვა" მიზნად ისახავს მასწავლებლების დახმარებას, რომ ეროვნული სასწავლო გეგმისა და მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის შესაბამისად წარმართონ  ელექტრონული სწავლება.

ტრენინგის განმავლობაში მასწავლებლები  შემდეგ საკითხებს გადიან:

  • ნეთბუქთან მუშაობა და ფიზიკური სტრუქტურის გაცნობა
  • ტექსტურ რედაქტორში მუშაობა
  • ინტერნეტის გამოყენება პროფესიული მიზნებისთვის
  • ელექტრონული ფოსტა და დოკუმენტის გაცვლა/გაზიარების საშუალებები
  • საპრეზენტაციო პროგრამა
  • კლასის მართვის პროგრამული უზრინველყოფა
  • ისტ-ით გამდიდრებული გაკვეთილისა და სასწავლო პროექტის მომზადება
  • 1:1 სასწავლო გარემოში გაკვეთილის და სასწავლო პროექტის განხორციელება და შეფასება

კონსულტაციები გაგრძელდება უშუალოდ სასწავლო პროცესშიც, რაც მიზნად ისახავს მასწავლებლის ინდივიდუალურ დახმარებას სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების ყველა ეტაპზე. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერი და მასწავლებელი ერთად ამზადებენ გაკვეთილის გეგმას შესაბამისი ელექტრონული სასწავლო მასალით, მიჰყავთ საგაკვეთილო პროცესი 1:1 ელექტრონულ გარემოში და აფასებენ პროცესს. 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე