ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საუნივერსიტეტო კლინიკა ამოქმედდება

სასწავლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით, სამინისტრო არაერთ მასშტაბურ პროექტს ახორციელებს. მათ შორისაა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  მრავალპროფილური საუნივერსიტეტო კლინიკის (ყოფილი მე-8 საავადმყოფო) გამართვა და აღჭურვა. ამ ეტაპზე, დასრულებულია 163 საწოლზე გათვლილი შენობის რეაბილიტაცია და მიმდინარეობს საუნივერსიტეტო კლინიკის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვის პროცესი.

დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგნლებთან ერთად კლინიკას ეწვივნენ, კლინიკის აღჭურვის მიზნით სამინისტროს მიერ შეძენილ ძვირადღირებულ ტექნიკას და სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ.

საუნივერსიტეტო კლინიკა სრული დატვირთვით 2015 წლის დასაწყისში ამოქმედდება, რაც დადებითად აისახება როგორც ჯანდაცვის სფეროზე, ისე სწავლისა და კვლევის ერთიანობის უზრუნველყოფაზე, რაც სამედიცინო პროფილის პროფერსიონალების მომზადებისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს.

კლინიკის ბაზაზე სამედიცინო უნივერსიტეტის 2000-მდე სტუდენტი სალექციო კურსს და სტაჟირებას გაივლის ვინაიდან, კლინიკის დიდი ნაწილი სწორედ, სასწავლო აუდიტორიებს უჭირავს. ასევე, 163 საწოლზე გათვლილ კლინიკაში 500 თანამშრომელი, 206 პროფესორი და ექიმი დასაქმდება.

საუნივერსიტეტო კლინიკა უზრუნველყოფს სტუდენტთა განათლების დონის ამაღლებას, პრაქტიკული უნარ–ჩვევების შეძენას და კლინიკური გამოცდილების მიღებას, რაც ასე მნიშვნელოვანია მედიცინის სფეროში მომავალი დასაქმების და წარმატებული საქმიანობის თვალსაზრისით.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე