ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

2013-2014 წლებში სამინისტროში სტაჟირება 108 პირმა გაიარა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ სამინისტროში წარმატებით  სტაჟირებაგავლილ პირებს სერტიფიკატები გადასცა.

სხვადასხვა უმაღლესი სასწავლო დაწესებულების ბაკალავრიატის სტუდენტებმა, მაგისტრანტებმა და კურსდამთავრებულებმა სტაჟირება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში გაიარეს.

იმის გათვალისწინებით, რომ ბევრ სფეროში არის კომპეტენტური, კვალიფიციური და შესაბამისი პრაქტიკული  გამოცდილების მქონე ადამიანური რესურსის დეფიციტი, სამინისტრო მეორე წელია ახორციელებს პროექტს, რომელიც საშუალებას იძლევა მოხდეს საუკეთესო კადრების სელექცია და მათი შესაძლებლობების წარმოჩენა, რაც შემდეგ ხელს უწყობს ახალგაზრდების დასაქმებას.

სტაჟირების მიზანს წარმოადგენდა საჯარო დაწესებულებაში დასაქმების მსურველ პირთათვის პროფესიული გამოცდილების შეძენის შესაძლებლობის შექმნა, შესაბამისი პროფილის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების საშუალების მიცემა და  საჯარო დაწესებულებებისათვის კვალიფიციური კადრების მომზადება.

ამ დროისთვის სამინისტროში სტაჟირება 108 პირმა გაიარა.  სტაჟიორთა 20%-ი, რომლებმაც სტაჟირების პერიოდში პროფესიონალიზმი და დაკისრებული მოვალეობისადმი ერთგული დამოკიდებულება გამოავლინა, სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალ სხვადასხვა დეპარტამენტში დროებით მოვალეობის შემსრულებლებად დასაქმდა, შემდეგ კი, ეს პირები ვაკანტური ადგილების დაკავების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში ჩაერთვებიან.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე