ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ წარმატებით ხორციელდება

მასწავლებლის სახლში, პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ მონაწილე მასწავლებლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ სერტიფიკატები გადასცა. საზეიმო მიღებაზე ასევე ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმი პროგრამის მონაწილეებსა და მათ საქმიანობაზე.

პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ მიზანია რეგიონებში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესება და იქ, სადაც მასწავლებლის დეფიციტია, ახალგაზრდა კვალიფიციური კადრების დასაქმება. განსაკუთრებულ ყურადღებას და დახმარებას საჭიროებენ რეგიონები, სადაც მოზარდები ვერ იღებენ შესაბამის განათლებას. არსებული ვითარების პრევენციისა და სკოლებში ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის მიზნით, პროგრამა ბოლო წლებში დაიხვეწა და სრულად მოერგო საჭიროებებს.

განახლებული პროგრამის ფარგლებში 2014 წლიდან :

  • გაფართოვდა გეოგრაფიული არეალი – 2014 წლიდან პროგრამის გეოგრაფიული არეალი მოიცავს არა მხოლოდ მაღალმთიანი და შორეული რაიონების სკოლებს, არამედ ფარავს სა­ქართველოს ყველა იმ საჯარო სკოლას, რომლებშიც კვალიფიციური მასწავ­ლებლის დეფიციტია.
  • გაიზარდა მასწავლებელთა ანაზღაურება - სკოლებში საათობრივი დატვირთვის მიხედვით მიღებულ ანაზღაურებას ემატება დანამატი, რომლის ოდენობა განისაზღვრა იმის მიხედვით, თუ რა მანძილზე მდება­რეობს სკოლა მონაწილის რეგისტრირებული საცხოვრებელი ადგილიდან და შეადგენს 1000 ლარამდე სკოლის ხელფასზე დანამატის სახით.  
  • პედაგოგთა 50% შე­საბამისი საგნის მასწავლებლობის სერტიფიკატს ფლობს, რაც ასევე სიახლეა, ვინაიდან, 2014 წლიდან  შესარჩევ ეტაპზე უპირატესობა, სწორედ ასეთ კატეგორიას  ენიჭება.

2013-2014 სასწავლო წელს პროგრამაში ჩართული იყო 146 კონსულტანტ-მასწავლებელი, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხის საჯარო სკოლაში ერთი წლის განმავლობაში პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდნენ. მათგან 114 სექტემბრიდან რჩება პროგრამაში. მასწავლებელთა ნაწილი აღარ აგრძელებს პროგრამაში მონაწილეობას მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების მიზნით, რასაც ასევე, პროგრამის ფარგლებში მოპოვებული სახელმწიფო გრანტის საფუძველზე, სამინისტრო  უფინანსებს მონაწილეებს.

პროგრამა  „ასწავლე საქართველოსთვის“ ხორციელდება სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე