ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ახალი სასწავლო წელი დაიწყო

ჩვენ უდიდეს ძალისხმევას ვდებთ განათლების სისტემის განვითარებაში, რათა ბავშვებს ყველა პირობა ჰქონდეთ ხარისხიანი განათლების მისაღებად, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თბილისის 133-ე საჯარო სკოლაში სტუმრობისას.

ახალი სასწავლო წლის დაწყება მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ 133-ე სკოლის აღსაზრდელებსა და პედაგოგებს მიულოცეს. პრემიერის განცხადებით, სასიხარულოა, რომ მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება განახლებულ სკოლაში უწევთ.

“მე დღეს თქვენთან მოვედი იმიტომ, რომ მოგილოცოთ ახალი სასწავლო წლის დაწყება ამ მშვენიერ, განახლებულ სკოლაში! ვულოცავ თითოეულ მოსწავლეს! ვულოცავ პედაგოგებს! განსაკუთრებით ვულოცავ ამ დღეს პირველკლასელებს! მინდა, ყველას გისურვოთ წარმატებები! გისურვებთ, რომ აქ, ამ სკოლაში გატარებული წლები ყოფილიყოს გამორჩეულად საინტერესო პერიოდი თქვენს ცხოვრებაში. პედაგოგების როლი ბავშვის აღზრდასა და ჩამოყალიბებაში ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ პედაგოგის პროფესია გახდეს ღირსეული და დაფასებული, რათა მათ აღზარდონ ღირსეული თაობა,”-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა და განათლების მინისტრმა განახლებული სკოლა დაათვალიერეს, რომელსაც სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა 1000-ზე მეტ სკოლაში და ასევე შენდება ახალი სკოლები.

პედაგოგებთან საუბრისას, პრემიერი მასწავლებელთა ხელფასების ზრდის საკითხსაც შეეხო. მისი განცხადებით, 2012-2013 წლებში გაიზარდა პედაგოგებისა და სკოლის სხვა პერსონალის ხელფასი, გაუმჯობესდა პედაგოგის საშვებულებო პირობები.

“მინდა გითხრათ, რომ 2015 წელს დამატებით გამოიყოფა ფინანსური რესურსები და დაიწყება მასწავლებლის სახელფასო პოლიტიკის მოწესრიგება. მასწავლებლის ხელფასი გაიზრდება 2016 და 2017 წლებშიც. მასწავლებლის ანაზღაურების ზრდა დამოკიდებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ მის მიღწევებზე. ეს თითოეულ თქვენგანს გაუზრდის მოტივაციას,”- განუცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა სკოლის პედაგოგებს.

133-ე საჯარო სკოლის დირექტორმა ლიანა ფუტკარაძემ პრემიერ-მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია სკოლის შესახებ. მისი განმარტებით, სკოლაში 730 მოსწავლე სწავლობს. მიმდინარე წელს სკოლას ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია, მოეწყო ექიმისა და ფსიქოლოგის კაბინეტი, გაკეთდა ახალი სპორტული დარბაზი. სკოლა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის - მოწყობილია მათ საჭიროებაზე მორგებული სასწავლო ოთახი.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე