ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სამინისტროში საზეიმო შეხვედრა გაიმართა

მიმდინარე წელს სახელმწიფო საქართველოში ებრაელთა დამკვიდრების 26 საუკუნის საიუბილეო თარიღს აღნიშნავს. იუბილესთან დაკავშირებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა ღონისძიება, რომელიც საქართველოში ებრაული ენის კათედრის დამაარსებლის, ცნობილი სემიტოლოგის, ქართული ჰუმანიტარული სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენლის, აკადემიკოს კონსტანტინე წერეთლის ხსოვნას მიეძღვნა. ღონისძიების ფარგლებში, მინისტრმა თამარ სანიკიძემ საქართველოში ებრაული ენის პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პროფესორ-მასწავლებლები დააჯილდოვა და საპატიო დიპლომები გადასცა.

ღონისძიებაზე  წარმოდგენილი იყო აკადემიკოს კოტე წერეთლის, როგორც საქართველოში ებრაული ენის კათედრის დამაარსებლის მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტური ფილმი. ებრაული ენის საუნივერსიტეტო სწავლება საქართველოში კოტე წერეთელმა ჯერ კიდევ 1944 წელს დაიწყო და დღემდე წარმატებით მიმდინარეობს, რაც შეეხება აღმოსავლეთმცოდენობის ქართულ სკოლას, იგი ერთ-ერთი ძლიერი სკოლაა მსოფლიოში.

საზეიმო შეხვედრას ესწრებოდნენ: ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იუვალ ფუქსი, საქართველოში მცხოვრები ებრაული თემის წარმომადგენლები, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლები

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე