ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ქართველი მეცნიერები საერთაშორისო პროექტებში ჩაერთვებიან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების დირექტორატის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოს შესაძლო ასოცირებული გაწევრიანება პროგრამაში „ჰორიზონტ 2020“. პროეეტი 2014 წლის იანვრიდან ამოქმედდა და  სხვადასხვა ქვეყნებს შორის საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობას ითვალისწინებს.

შეხვედრაზე, რომელშიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების დირექტორატის წარმომადგენელი  ტიერი დევარსი და კვლევით საკითხებში  ევროკავშირის წარმომადგენელი  საქართველოში ოლივერ რაისერი მონაწილეობდნენ, აქტიურად განიხილებოდა პროგრამაში „ჰორიზონტ 2020“-ში საქართველოს ასოცირებული გაწევრიანების  საკითხი. ამ ეტაპზე, ორ ქვეყანას, რომელიც არ არის ევროგაერთიანების წევრი, აქვს 2020-ის ასოცირებული სტატუსი, ეს ქვეყნებია -მოლდოვა და ისრაელი. ვიმედოვნებთ, რომ საქართველო იქნება მესამე ქვეყანა, რომელიც შეუერთდება ამ პროცესს.

სამინისტროში გამართული შეხვედრის მიზანი იყო იმის გარკვევა თუ, რა გზა უნდა გაიაროს საქართველომ ამ ურთიერთობის ფორმულირებისთვის. ამ ეტაპების გავლის შემდეგ, უკვე 2015 წლიდან  საქართველოს საშუალება ექნება პროგრამის სრულუფლებიანი მონაწილე ქვეყანა  გახდეს. შედეგად კი, ჩვენი ქვეყნის ყველა მეცნიერს ექნება წვდომა იმ პროგრამებსა და მნიშვნელოვან კვლევებზე, რომელიც  „2020“-ის ფარგლებში დაფინანსდება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე