ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მაღალი ენერგოდამაჩქარებლის კვლევით ორგანიზაცია KEK-ისთან (იაპონია) თანამშრომლობა იწყება

საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან იაპონიის ოსაკას უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფესორი იოშიტაკა კუნო და იაპონიის მაღალი ენერგოდამაჩქარებლის კვლევითი ორგანიზაციის (KEK) წარომადგენლები. იაპონელ სტუმრებთან სამუშაო შეხვედრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ და „განათლების საერთაშორისო ცენტრის (საქართველო)“ პროგრამის წარმომადგენლებმა გამართეს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებულ განათლების საერთაშორისო ცენტრსა (საქართველო) და მაღალი ენერგოდამაჩქარებლის კვლევით ორგანიზაცია KEK-ს (იაპონია) შორის  თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

მომავალი თანამშრომლობა მაღალი ენერგიის ფიზიკისა და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების სფეროში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო და კვლევითი პროგრამებთან იქნება დაკავშირებული.

დოკუმენტის ძალაში შესვლის შემდეგ, იაპონიის მაღალი ენერგოდამაჩქარებლის კვლევითი ორგანიზაციის KEK, როგორც სამეცნერო კვლევითი ორგანიზაცია, უზრუნველყოფს შესაძლებლობებს ქართველი სტუდენტებისთვის სასწავლებლად და რეალურ ექსპერიმენტებში მიიღონ მონაწილეობა.

KEK-ის პროექტებში ჩართვით, საქართველოს და KEK-ის თანამშრომლების ზედამხედველობით, ქართული მხარე მხოლოდ სტუდენტების მგზავრობის ხარჯებს დაფარავს, სხვა ხარჯები (ცხოვრება, სწავლა, პრაქტიკა, კვლევა) კი დაფინანსებული იქნება იაპონური მხარის მიერ. 

მანამდე კი, მოხდება დეტალების დაზუსტება და შეიქმნება წინაპირობა ხელმოწერისთვის.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე