სიახლეები

76 წლის ასაკში გარდაიცვალა უშგულელი მხატვარი და ფერმწერი ფრიდონ ნიჟარაძე
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მხატვარ ფრიდონ ნიჟარაძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებსა და ქართულ საზოგადოებას.
თემო ჯავახის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა „70+127...უკან მომავლისკენ“ ონლაინ ფორმატში იმართება
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ქართველი მხატვრის, ქართული კონცეპტუალური ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებლის, თემო ჯავახის (ჯავახიშვილის) 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით 11-30 ნოემბერს ონლაინ გამოფენა „70+127...უკან მომავლისკენ“ იმართება. მისი დათვალიერება შესაძლებელია ვებგვერდზე: www.reachartvisual.com
ლევან ხარატიშვილი ევროპის საბჭოს კულტურის, მემკვიდრეობისა და ლანდშაფტის მმართველი კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს
ევროპის საბჭოს კულტურის, მემკვიდრეობისა და ლანდშაფტის მმართველი კომიტეტის მე-9 პლენარულ სესიაზე, წევრმა ქვეყნებმა/დელეგატებმა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციაზე 1 წლის ვადით აირჩიეს.
პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ ფარგლებში სტუდენტებისთვის ნახატების კონკურსი გამოცხადდა
პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს კონკურსს სტუდენტებისთვის სახელწოდებით „ფერით დანახული მეცნიერება“.
თამარ ქიტიაშვილი: „გვჯერა, რომ საქართველოს შეუძლია საერთაშორისო დონის პროფესიონალები შესთავაზოს გლობალურ ბაზარს“
პროფესიული განათლების ევროპული კვირეულის ფარგლებში, ევროპის კომისიის ორგანიზებით, ონლაინ კონფერენცია გაიმართა. პანელურ დისკუსიაში, რომელიც პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის საკითხებს მიეძღვნა, მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა, ევროპის განათლების ფონდის დირექტორთან, ჩეზარე ონესტინთან და სხვა საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად მიიღო.
ნუნუ მიცკევიჩმა „ლეონარდო და ვინჩის“ კონკურსის გამარჯვებულ მოსწავლეებს წარმატება მიულოცა
პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია დისტანციურ ფორმატში გაიმართა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა მოსწავლეებს გამარჯვება მიულოცა და შემდგომი წარმატება უსურვა.
პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ ფარგლებში ონლაინ კონფერენცია „ახალი აქტუალური კვლევები ჰუმანიტარული მიმართულებით – ფონდის მიერ დაფინანსებული გამოცემების პრეზენტაცია“ გაიმართა
პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით გაიმართა ონლაინ კონფერენცია „ახალი აქტუალური კვლევები ჰუმანიტარული მიმართულებით – ფონდის მიერ დაფინანსებული გამოცემების პრეზენტაცია“.
თბილისის 21-ე საჯარო სკოლის პროექტი PASCH-ის სკოლებს შორის, მსოფლიოს მასშტაბით, საუკეთესოდ დასახელდა
ქალაქ თბილისის 21-ე საჯარო სკოლის პროექტმა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული საერთაშორისო პროგრამის „სკოლები – მომავლის პარტნიორები“ ფარგლებში (PASCH) მონაწილე სკოლებს შორის პირველი ადგილი დაიკავა და მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესოდ დასახელდა.
თანასწორობის კვირეულის ფარგლებში ონლაინ პრეზენტაცია - „ერთობლივი ძალისხმევით: გენდერული ბალანსისთვის სპორტში“ გაიმართა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა კვლევის შედეგების ონლაინ პრეზენტაცია - „ერთობლივი ძალისხმევით: გენდერული ბალანსისთვის სპორტში“.
ევროკავშირის კონკურსის „ევროპელ მკვლევართა ღამის“ გამარჯვებული პროექტი „მეცნიერება კაპიტანია“ იწყება
მეცნიერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ევროკავშირის პროგრამის “Horizon 2020” მარი სკლოდოვსკაია-კიურის (MSCA) კონკურსის „ევროპელ მკვლევართა ღამის“ გამარჯვებული პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ განხორციელებას იწყებს.
14-16 ნოემბერს აქცია „ღამე მუზეუმში“ ციფრულ ფორმატში ჩატარდება
14-16 ნოემბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ჩატარდება აქცია „ღამე მუზეუმში“. აქციის ფარგლებში 50 მუზეუმი დამთვალიერებელს შემეცნებით და სახალისო აქტივობებს დისტანციურად, ციფრულ ფორმატში შესთავაზებს.
ლევან ხარატიშვილმა საერთაშორისო კონფერენციაში „როგორ უმკლავდებიან რეგიონული მუზეუმები კრიზისს“ მიიღო მონაწილეობა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ონლაინ კონფერენციაში „როგორ უმკლავდებიან რეგიონული მუზეუმები კრიზისს“.
ფოთის კოლეჯ „ფაზისის“ ახალი სახელოსნოების მშენებლობა 2020 წლის ბოლოს დასრულდება
ფოთის კოლეჯ „ფაზისის“ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ოთხი ახალი სახელოსნოს მშენებლობა 2020 წლის ბოლოს დასრულდება.
10 ნოემბერი მეცნიერების საერთაშორისო დღეა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ულოცავს ქართველ მეცნიერებს მათ პროფესიულ დღეს და ნაყოფიერ სამეცნიერო მოღვაწეობას უსურვებს.
ქობულეთის პროფესიული კოლეჯის „ახალი ტალღა“ რეაბილიტაცია დასრულდა
ქობულეთში მულტიპროფილური პროფესიული კოლეჯის „ახალი ტალღა“ რეაბილიტაცია დასრულდა. განახლდა კორპუსის მთლიანი ფასადი, რომელიც მორგებულია რეგიონის კლიმატურ პირობებს. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად სრულად გამოიცვალა კოლეჯის სამივე ძირითადი შენობის სახანძრო სისტემა.
სამინისტრო ზოგადი და პროფესიული განათლების საფეხურებზე თვითრეფლექსიის ინსტრუმენტის SELFIE-ს პილოტირების პროცესს იწყებს
საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ზოგადი და პროფესიული განათლების საფეხურებზე თვითრეფლექსიის ინსტრუმენტის SELFIE-ს პილოტირების პროცესს იწყებს.
მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის საპილოტე პროექტში მონაწილე სკოლებმა ანგარიში წარადგინეს
თბილისის, აჭარის, იმერეთის, სამეგრელოს, შიდა და ქვემო ქართლის რეგიონების საპილოტე სკოლის დირექტორებმა მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის პროექტის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებებისა და მიღწეული შედეგების შესახებ ანგარიში წარადგინეს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციასთან (ICF საქართველო) ითანამშრომლებს
განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობა უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. სწორედ ამ მიზნით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ა(ა)იპ ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციას (ICF საქართველო) შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ და „ICF საქართველოს“ პრეზიდენტმა ეკატერინე ბაბუნაშვილმა მოაწერეს.
თელავის კოლეჯ „პრესტიჟის“ სრული რეაბილიტაცია დასრულდა
თელავში კოლეჯ „პრესტიჟის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. განახლდა როგორც ძირითადი სასწავლო კორპუსი, ასევე, გარე სპორტული მოედანი და კეთილმოეწყო შენობის მიმდებარე ტერიტორია.
თამარ ქიტიაშვილმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის სამიტში „შრომის ბაზრის ახალი ტენდენციები“ მიიღო მონაწილეობა
COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის პირობებში შრომის ბაზრის ფუნდამენტურად ახალი მიდგომების შესაქმნელად, საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობით, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის სამიტი ,,შრომის ბაზრის ახალი ტენდენციები" (World Economic Forum’s Jobs Reset Summit) გაიმართმა. ოთხდღიანი ფორუმი ონლაინ ფორმატში ჩატარდა და მასში მონაწილეობა ბიზნესის, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მსოფლიო ლიდერებთან ერთად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა მიიღო.სიახლეები ვერ მოიძებნა.