სიახლეები
ქართველმა მოკრივეებმა სკოლის მოსწავლეთა ევროპის ჩემპიონატზე 15 მედალი მოიპოვეს
4-11 აგვისტოს, დიღომში, ოლიმპიურ სოფელში მდებარე ფრენბურთის არენაზე გაიმართა კრივის ევროპის ჩემპიონატი სკოლის მოსწავლეთა შორის. ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობდა 30 ქვეყნის 316 სპორტსმენი. საქართველოს ნაკრები ევროპირველობაზე წარმატებით გამოვიდა და 15 მედალი მოიპოვა - 7 ოქრო, 4 ვერცხლი და 4 ბრინჯაო.
ქართველმა მოსწავლეება ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე გამარჯვება მოიპოვეს
A team of four students from Komarov's Physics and Mathematics Public School # 199 in Tbilisi won three medals at the 31st International Informatics Olympiad: Nikoloz Birkadze - gold, and Teimuraz Toloraia and Bakar Gamesardashvili won bronze medals. Fourth member of the team Davit Khvedelidze missed the chance to acquire a medal this time.ხელისუფლების წარმომადგენლები ცაგერის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდნენ
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლების ორბელის, ლაჯანასა და ლაილაშის მოსახლეობას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე, პარლამენტის წევრებთან - მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ენუქიძესა და კარლო კოპალიანთან ერთად შეხვდნენ.თბილისი 17-წლამდელ წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს
9 აგვისტოს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტმა დავით რურუამ პრესკონფერენცია გამართეს და 11-18 აგვისტოს, თბილისში გასამართ 17-წლამდელ წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე ისაუბრეს.
ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლას 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირის სახელი მიენიჭა
მამია ფანცულაია ამავე, სოფელ ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლის ყოველმხრივ გამორჩეული მოსწავლე იყო. სკოლის დასრულების შემდეგ ის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა. სამშვიდობო მისიით იმყოფებოდა ერაყშიც. ხოლო 2008 წლის აგვისტოში მამია ფანცულაია საქართველო-რუსეთის ომში მონაწილეობდა, სადაც გმირულად დაიღუპა. გარდაცვლილ ჯარისკაცს დარჩა მეუღლე და შვილი, რომლის დაბადებასაც ვერ მოესწრო თუმცა, ის ამჟამად ასევე ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეა
მსოფლიო ბანკთან პროფესიული განათლების კუთხით თანამშრომლობის ახალი შეთანხმება გაფორმდა
პროფესიული განათლების მასწავლებელთა ხარისხის ამაღლების მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და მსოფლიო ბანკს (WB) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შესაბამის შეთანხმებას ხელი, მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ და მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის, განათლების მიმართულების კოორდინატორმა, ნინო ქუთათელაძემ მოაწერეს.
Erasmus+ პროგრამის ფარგლებში 17 ქართული უნივერსიტეტის შესაძლებლობა კიდევ უფრო გაძლიერდება
Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, ევროკომისიის განათლების, აუდიოვიზულური და კულტურის აღმასრულებელმა სააგენტომ უმაღლესი განათლების სფეროში შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით, 2019 წელს გამოცხადებული კონკურსის შედეგები გამოქვეყნდა.2020 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები ახალი მოდელით ჩატარდება
განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, 2020 წელს აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახალი მოდელით ჩააბარებენ. ახალი მოდელი გულისხმობს, ერთი მხრივ, გამოცდების რაოდენობის შემცირებას 4 სავალდებულო გამოცდიდან 3 გამოცდამდე, და მეორე მხრივ, აბიტურიენტების მზაობის უკეთ შეფასებას კონკრეტული პროგრამისათვის. საგნობრივ გამოცდაში შემოწმდება არა მხოლოდ ფაქტობრივი მასალის ცოდნა, არამედ ისეთი მნიშვნელოვანი უნარები, როგორებიც არის კრიტიკული აზროვნების, ინფორმაციის ადექვატურად დამუშავების, შეფასების, ლოგიკური და არგუმენტურებული მსჯელობის უნარი.
კულტურის სფეროს კომპლექსური რეფორმა - იქმნება კულტურის ეროვნული ფონდი
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იწყებს მასშტაბურ კომპლექსურ რეფორმასა და სისტემურ ცვლილებებს კულტურის სფეროში, რაც ეფუძნება ევროკავშირის რეკომენდაციებსა და მორგებულია საქართველოს საჭიროებებზე.გრძელდება ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრები და ღია დიალოგი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის ადგილობრივ მოსახლეობასთან.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფლების სხვიტორის, დუნთას, ბაჯითისა და სარეკის მოასახლეობას შეხვდნენ და მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდეს.ბათუმი-თბილისის XI საერთაშორისო ფესტივალი ღამის სერენადები 2019
6 აგვისტოს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ფესტივალ „ღამის სერენადებისადმი“ მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას უძღვებოდა მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე მაკა ნასრაშვილი, ფესტივალის დირექტორი ნინა ცაგარელი და მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე.
ქართული კრივის ისტორიაში პირველად თბილისი ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს.
ევროპირველობა ვაჟა კაჭარავას სახელობის ფრენბურთის არენაზე საზეიმოდ გაიხსნა. გახსნის ცერემონიას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, კრივის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი დავით წიკლაური და ევროპის კრივის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი აიუფ გიოზგეჩი დაესწრნენ.
აჭარა მოსწავლეთა ეკობანაკს მასპინძლობს
საზაფხულო ბანაკების პროექტის ფარგლებში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სალიბაურის N2 საჯარო სკოლის ბაზაზე ეკობანაკი ხორციელდება.
სამინისტროსა და „სეტანტა ჯორჯია“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და მედია ჰოლდინგ „სეტანტა ჯორჯია“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ და „სეტანტა ჯორჯია“-ს დირექტორმა ლაშა მაჭავარიანმა მოაწერეს. ღონისძიებას, რომელიც 'Rooms Hotel Tbilisi'-ში ჩატარდა, „სეტანტა ჯორჯია“-ს დამფუძნებელი ლევან მაჭავარიანი, სხვადასხვა სპორტული ფედერაციის წარმომადგენლები და ჟურნალისტები დაესწრნენ.
განათლების რეფორმის ფარგლებში საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის ფულადი ჯილდოს გაცემის წესი დამტკიცდა
განათლების რეფორმის ფარგლებში საპენსიო ასაკს მიღწეული მასწავლებლები, რომლებმაც ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე პროფესიიდან გასვლა გადაწყვიტეს, 2019 წელს სახელმწიფოსგან ერთჯერად ფულად ჯილდოს - ორი წლის ჯამურ ხელფასს მიიღებენ.
საქართველო ოსკარზე რეჟისორ დიტო ცინცაძის ფილმს - „შინდისი“ წარადგენს
გადაწყვეტილება რეჟისორების, დამდგმელი მხატვრის, მსახიობების, პროდიუსერებისა და კინო კრიტიკოსებისგან დაკომპლექტებულმა 12 კაციანმა ჟიურიმ ფარული კენჭისყრის საფუძველზე მიიღო.
საირმეში ტურიზმის სკოლა გაიხსნება
ტურიზმის სფეროს განვითარების მიზნით გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან და შვეიცარულ მასპინძლობის სკოლა SHL-თან ერთად საირმეში ტურიზმის სკოლა გაიხსნება.
საქართველო ევროპის 2025 წლის ზამთრის მე-17 ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე განაცხადს გააკეთებს
30 ივლისს გაიმართა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის რიგგარეშე სხდომა. დღის წესრიგის მთავარი საკითხი იყო ევროპის ოლიმპიურ კომიტეტებში განაცხადის წარდგენა 2025 წლის ზამთრის მე-17 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ბორჯომ-ბაკურიანში მასპინძლობის უფლების მისაღებად. საქართველოს აქვს შანსი იბრძოლოს 2025 წლის ფესტივალისთვის და ამ გზაზე პირველი ნაბიჯი იქნება შესაბამისი განაცხადის წარდგენა.
საზაფხულო სკოლები გრძელდება
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ სამეცნიერო და ინგლისური ენის საზაფხულო სკოლები მოინახულა, მოსწავლეებს შეხვდა და ნორჩ გამომგონებელთა ნამუშევრებს გაეცნო.
„IDFI“-ის მიერ ა(ა)იპ - საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული ანგარიშის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების მიერ განხილულ იქნა IDFI“-ის ანგარიში ა(ა)იპ - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით განვმარტავთ და წარმოგიდგენთ ჩვენს პოზიციას:
რუსთაველის ფონდის გენერალურმა დირექტორმა ასტრონომიით დაინტერესებულ პატარა მეცნიერს ქაიან ბელქანიას უმასპინძლა
26 ივლისს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ გამორჩეული ნიჭისა და საბუნებისმეტყველო საგნებით, ასტრონომიით დაინტერესებულ, წალენჯიხის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეს - ქაიან ბელქანიას საჩუქრად გადასცა ტელესკოპი და წიგნები ასტრონომიის შესახებ.სიახლეები ვერ მოიძებნა.