ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8104

ფილტრი

ნაპოვნია8104

ახალი სასწავლო წლიდან მასწავლებლებს ანაზღაურება ეზრდებათ!

განათლების სისტემის კომპლექსური ტრანსფორმაციის ფარგლებში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის ზოგადი განათლების რეფორმა და ის არაერთი პროექტი და ცვლილება, რომელიც სკოლებში ხორციელდება.

ხელისუფლების წარმომადგენლების მოსახლეობასთან შეხვედრები ხარაგაულის მუნიციპალიტეტში გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, გიორგი ვაშაკიძე, ხელისუფლების წარმომადგენლების მოსახლეობასთან ღია დიალოგის ფარგლებში, იმერეთის გუბერნატორთან, ზვიად შალამბერიძესთან და პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ზვარე, ვარძია და ვერტყვიჭალაში ჩავიდა.

წელს 80 წელი სრულდება მესამე რაიხსა და საბჭოთა კავშირს შორის მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის დადებიდან.

საქართველო „მეხსიერებისა და სოლიდარობის ევროპულ ქსელში“ (European Network Remembrance and Solidarity) 1 აგვისტოს გაწევრიანდა დამკვირვებლის სტატუსით.

მასწავლებლობის მსურველთათვის მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამა ამოქმედდა

უსტატუსო მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთათვის ამოქმედდა პროგრამა, რომლის ძირითად უპირატესობას, სკოლაში დასაქმებების პარალელურად, მასწავლებლობის უფლების მოპოვება წარმოადგენს. პროგრამა ასევე უზრუნველყოფს მაძიებლის პროფესიული ცოდნის განვითარებას, მასწავლებლის უნარ-ჩვევებით აღჭურვას და სასკოლო გარემოსთან ადაპტირების ხელშეწყობას. პროგრამა ხორციელდება დისტანციურად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის პარალელურად. მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამაში ჩართულები თავად გეგმავენ პროგრამაში საკუთარი მუშაობის გრაფიკს 2 წლამდე პერიოდით.

სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამები

2019-2020 სასწავლო წელს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამების სია ცნობილია.

პირველ ეტაპზე დარეგისტრირებული 6000-მდე პრაქტიკოსი პენსიონერი პედაგოგი ფულად ჯილდოს მიმდინარე წლის ოქტომბრის დასაწყისში მიიღებს

ფულად ჯილდოსთან დაკავშირებით საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლების რეგისტრაციის პირველი ეტაპი დასრულდა! ამ თემაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ პირველ ეტაპზე 6 000-მდე მასწავლებელი დარეგისტრირდა, რაც საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი პედაგოგების ნახევარს შეადგენს.

დმანისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ

ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებენ. დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლების - პატარა დმანისის, დიდი დმანისის, ვარდისუბნისა და ბოსლების მაცხოვრებლებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, შალვა გოგოლაძე და ქვემო ქართლის რეგიონის გუბერნატორი, შოთა რეხვიაშვილი, პარლამენტის წევრებთან - დმანისისა და წალკის მაჟორიტარ დეპუტატ კახაბერ ოქრიაშვილსა და ზაზა ხუციშვილთან ერთად შეხვდნენ.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით ამერიკასთან თანამშრომლობის ახალი პლატფორმა შეიქმნა

A Memorandum of Understanding has been signed between the governments of Georgia and the United States with a view of enacting future cooperation mechanisms in the field of protection and preservation of cultural belongings and heritage. The document was signed today by the Minister of Education, Science, Culture and Sport of Georgia, Mikheil Batiashvili and the Chairman of the US Commission on the Preservation of Cultural Heritage, Paul Packer.

ხელისუფლების წარმომადგენლები ლენტეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან ანგარიშით წარსდგნენ

აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრები რეგიონების მოსახლეობასთან, მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს. ამჯერად, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ირინა აბულაძე და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის გუბერნატორი, არჩილ ჯაფარიძე, პარლამენტის წევრებთან ერთად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლების - ხოფურის, ლესემასა და ხელედის მოსახლეობას, მათ შორის, სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

მშვიდობის კორპუსის განათლების პროგრამა

ა.შ.შ.-ის მშვიდობის კორპუსი საქართველოში იწვევს მოტივირებულ საჯარო სკოლებს მშვიდობის კორპუსის განათლების პროგრამასთან თანამშრომლობისთვის.

მემორანდუმი რუსთაველის სამეცნიერო ფონდსა და კომპიუტერული ქსელების ასოციაცია „გრენას“ შორის

16 აგვისტოს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და სამეცნიერო–საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია „გრენას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

თბილისში მულტიფუნქციური საგანმანათლებლო კომპლექსის - „განათლებისა და მეცნიერების ქალაქის“ მშენებლობა დასრულების ფაზაში გადავიდა

14 ათას კვ.მ. სივრცის თანამედროვე სტანდარტების კომპლექსი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის 2 კორპუსთან ერთად ითვალისწინებს ბიბლიოთეკას, საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებს, საკონფერენციო დარბაზებს, შიდა სარეკრეაციო სივრცეს, სასადილოებს და 3 სპორტულ დარბაზს.

პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა

პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების სისტემაში ჩართული პროფესიული სასწავლებლების დირექტორებმა , პროგრამის პირველადი შედეგების, გამოწვევების და მათი გადაჭრის გზებზე ინფორმაცია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეებს ირინე აბულაძესა და გიორგი ვაშაკიძეს მიაწოდეს.

განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, ტექნოლოგიების სფეროში წაყვანი ამერიკელი ექსპერტების ჩართულობით ქართულ განათლების სისტემაში თანამედროვე ტექნოლოგიები ინერგება

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ბლოკჩეინ-კომპანია "Input Output HK Ltd"-ს (IOHK) ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომლის დროსაც პროექტის დეტალები განიხილა.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიცია რაბათის ნამოსახლარზე მუშაობს

რაბათი წარმოადგენს გორა ნამოსახლარს, რომელსაც გააჩნია სასიმაგრო სისტემა. მასზე ფიქსირდება ცხოვრების უწყვეტი კვალი ადრებრინჯაოს ხანიდან (ძვ.წ. III ათასწლეული) შუა საუკუნეების ჩათვლით. ამ მხრივ რაბათი წარმოადგენს მნიშვნელოვან საკვლევ ობიექტს იმის დასადგენად, თუ როგორ მიმდინარეობდა ადამიანის მიერ გარემოსთან ადაპტაციის პროცესი და როგორ სოციო-ეკონომიკურ და კულტურულ ცვლილებებს განიცდიდა უძველესი მოსახლეობა ათასწლეულების მანძილზე.

შეხვედრა გერმანიაში, ქ. შტუტგარტში შტაინბაისის ფონდის პრეზიდენტთან

12 ივლისს, გერმანიაში, ქ. შტუტგარტში, შტაინბაისის ფონდში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის, ზვიად გაბისონიას და შტაინბაისის ფონდის პრეზიდენტის პროფესორ, მიხაელ აუერის ოფიციალური შეხვედრა გაიმართა.

გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის პოზიციაზე კონკურსი ცხადდება

Ministry of Education, Science, Culture and Sport of Georgia announces a competition for the position of Youth Representative of Georgia in the UN.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილედ გიორგი ვაშაკიძე დაინიშნა

Deputy Prime Minister of Georgia - Giorgi Vashakidze has been appointed Deputy Minister of Education, Science, Culture and Sport on August 9, 2019 by the order N 267 of the Prime Minister of Georgia.

საქართველო მეხსიერებისა და სოლიდარობის ევროპული ქსელის (ENRS) დამკვირვებელი წევრია

Georgia joined the European Network of Memory and Solidarity as an observer and became the fourth observer country along with Albania, Austria and the Czech Republic. The decision was made on August 1 by the Network Board.

17-წლამდელ წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო

11 აგვისტოს, საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი თბილისის საცურაო აუზზე მიმდინარე 17-წლამდელ წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველო - რუმინეთის ნაკრებების მატჩს დაესწრნენ, მოგვიანებით კი ევროპის ჩემპიონატის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე გულშემატკივარს და ტურნირის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს.

გილოცავთ ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს!

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქართველოს ახალგაზრდობას ულოცავს ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს, წინსვლასა და დასახული მიზნების მიღწევას უსურვებს!