სიახლეები

თბილისში ევროპული სკოლის კომპლექსის მშენებლობა იწყება
ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა, საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და ქალაქ თბილისის მერმა კახი კალაძემ ევროპული სკოლის კომპლექსის მშენებლობის ადგილას სიმბოლური კაფსულა ჩადეს.
„კულტურა საზღვრებს გარეშე“ შიდა ქართლისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში
18 ივნისიდან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, ხორციელდება სსიპ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის მიერ ინიცირებული პროექტი „კულტურა საზღვრებს გარეშე“, რომლის ფარგლებშიც შიდა ქართლისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში არაერთი ღონისძიება იმართება.პროფესიული კოლეჯის „მოდუსი“ რეაბილიტაცია დასრულდა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, რუსთავის პროფესიული კოლეჯის „მოდუსი" რეაბილიტაცია დასრულდა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი შენობა საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ვაშაკიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის უმაღლესი სასწავლებლების მიერ არჩეული დამატებითი საგამოცდო საგნების ჩამონათვალი უკვე ცნობილია
გამოქვეყნდა იმ დამატებითი საგნების პირველადი ჩამონათვალი, რომლებიც უნდა ჩააბარონ აბიტურიენტებმა კონკრეტულ პროგრამაზე ჩარიცხვის სურვილის შემთხვევაში.
მიხეილ ბატიაშვილი მსოფლიო ბანკის ახალ რეგიონულ ხელმძღვანელს შეხვდა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და მინისტრის მოადგილემ ირინე აბულაძემ მსოფლიო ბანკის ახალ რეგიონულ ხელმძღვანელთან სებასტიან მოლინეუსთან შეხვედრა გამართეს და განათლების ყველა საფეხურზე მიმდინარე კომპლექსური რეფორმის დეტალებზე ისაუბრეს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადება
16 სექტემბერს საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი დაიწყება. ახალი სასწავლო წლისთვის, სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია მთელ საქართველოში, უპრეცედენტო მასშტაბით, 700-მდე სკოლაში განხორციელდა.
ირინა აბულაძე სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ეცნობა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ირინა აბულაძე, მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა გაბუნიასთან და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელ, ზვიად როსტომაშვილთან ერთად, თბილისის 138-ე და 114-ე საჯარო სკოლაში დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო და მშობლების და სკოლის პედაგოგების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის თანამშრომლობა მსხვილ ევროპულ სამეცნიერო ორგანიზაციებთან
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ევროპულ სამეცნიერი ინსტიტუციებთან - ESF-სა და Euroscience -თან თანამშრომლობის ახალი ეტაპი დაიწყო.
„კულტურა საზღვრებს გარეშე“
მიმდინარე წლის 18 ივნისიდან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, ხორციელდება სსიპ „გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის“ მიერ ინიცირებული პროექტი „კულტურა საზღვრებს გარეშე“, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია რიგი ღონისძიებების გამართვა შიდა ქართლისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში .დუალური მიდგომით სწავლების პროცესში ჩართული ინსტრუქტორების ტრენინგი გერმანელი ექპერტების მიერ ხორციელდება
9 სექტემბერს, ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში დაიწყო საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ ორგანიზებული მენტორ-ინსტრუქტორთა ტრენინგი. ტრენინგს ჩაატერებნ DB Training, Learning &Consulting-ის დუალური სწავლების მეთოდოლოგიის გამოცდილი ტრენერები.
კონკურსში „საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში“ გამარჯვებული ესმა გუმბერიძე გახდა
ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაემგზავრება გაეროს სათაო ოფისში (ნიუ იორკი, აშშ), სადაც როგორც საქართველოს დელეგაციის სრულუფლებიანი წევრი, მონაწილეობას მიიღებს გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტის ღონისძიებებსა და საკომიტეტო მოსმენებში, სიტყვით გამოვა ამავე კომიტეტის სხდომაზე. ასევე მონაწილეობას მიიღებს ახალგაზრდობის შესახებ დადგენილების შემუშავებაში.
წინანდლის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი
8-იდან 22 სექტემბრამდე წინანდლის ისტორიულ მამულში წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი გაიმართება.
სტაჟირება ევროპის საბჭოს პროგრამის კულტურული მარშრუტების სათაო ოფისში
გამოცხადებულია სტაჟირება ევროპის საბჭოს პროგრამის კულტურული მარშრუტების სათაო ოფისში (ლუქსემბურგი). დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://www.coe.int/en/web/jobs/traineeships
ევროკავშირის მეცნიერების ორგანიზაციის- Euraxess -ის დირექტორი: „კეთილი იყოს თქვენი ამბიციური იდეებით შემოსვლა ჩვენს ამბიციურ ორგანიზაციაში”
28 აგვისტოს, ბრიუსელში, ევროპული კომისიის კვლევებისა და ინოვაციების გენერალურ დირექტორატში, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია, ფონდის სამეცნიერო დეპარტამენტის უფროსი, Euraxess-Georgia-ს კოორდინატორი ქეთევან გაბიტაშვილი შეხვდნენ ევროპული კომისიის აკადემიური კვლევების, ინოვაციებისა და კვლევითი ორგანიზაციების განყოფილების დირექტორ აპოსტოლია კარამალის და EURAXESS Services Network-ის პოლიტიკის ოფიცერს, მიჰაელა-ელენა კოსტაჩის.
საქართველო CERN-თან თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადის
საქართველო მსოფლიოში ცნობილ ,,ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრთან“ (CERN) თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადის
გიორგი ვაშაკიძის შეხვედრა ყირგიზეთის რესპუბლიკის დელეგაციასთან
30 აგვისტოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაკიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის დელეგაციის წევრებს შეხვდა.
„საგამოცდო პროცესის წარმატება თქვენ მიერ გაწეული დაუღალავი შრომის შედეგია“- მიხეილ ბატიაშვილმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს საგამოცდო პროცესის წარმატებით დასრულება მიულოცა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა, 2019 წლის გამოცდების წარმატებით დასრულება მიულოცა და გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.
ბადრი მაისურაძე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ბადრი მაისურაძე 2016 წლის ნოემბრიდან დღემდე თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა. 2019 წელს მისი თაოსნობით საფუძველი ჩაეყარა ვერდის ფესტივალს საქართველოში.
ქართველი მოსწავლეების მორიგი დიდი წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე
სლოვენიის ქალაქ მარიბორში დასრულდა ევროპის მესამე ახალგაზრდული ოლიმპიადა ინფორმატიკაში, სადაც საქართველოს მოსწავლეთა ნაკრებმა 4 შესაძლებლიდან 4 მედალი მოიპოვა, 1 ვერცხლი (გიორგი ნადარეიშვილი) და 3 ბრინჯაო (იაკობ რიგვავა, გიორგი ჩხაიძე, ერეკლე ხომასურიძე). ოთხივე კომაროვის სკოლის მოსწავლეა.
ევროკავშირის მეცნიერების ორგანიზაციის- Euraxess -ის დირექტორი: „კეთილი იყოს თქვენი ამბიციური იდეებით შემოსვლა ჩვენს ამბიციურ ორგანიზაციაში”
28 აგვისტოს, ბრიუსელში, ევროპული კომისიის კვლევებისა და ინოვაციების გენერალურ დირექტორატში, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია, ფონდის სამეცნიერო დეპარტამენტის უფროსი, Euraxess-Georgia-ს კოორდინატორი ქეთევან გაბიტაშვილი შეხვდნენ ევროპული კომისიის აკადემიური კვლევების, ინოვაციებისა და კვლევითი ორგანიზაციების განყოფილების დირექტორ აპოსტოლია კარამალის და EURAXESS Services Network-ის პოლიტიკის ოფიცერს, მიჰაელა-ელენა კოსტაჩის.მიხეილ ბატიაშვილის გადაწყვეტილებით სკოლის ადმინისტრაციისა და საგანმანათლებლო რესურცენტრების წარმომადგენლებს ხელფასები გაეზრდებათ
განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, მასწავლებელთა ხელფასების ზრდის პარალელურად, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან, საშუალოდ 20%-ის ფარგლებში, საჯარო სკოლის ადმინისტრაციას, ტექ. პერსონალს, მათ შორის სკოლის ექიმს და ინკლუზიური განათლების მხარდამჭერ სპეციალისტებს ხელფასები გაეზრდებათ.სიახლეები ვერ მოიძებნა.