სიახლეები
მიხეილ ბატიაშვილი: „ახალი სკოლის მოდელის“ დანერგვით თითოეული სკოლის და კლასის დონეზე უნდა მივიღოთ მაღალი შედეგი“
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი „ზოგადი განათლების რეფორმის მხარდამჭერი“ პროგრამის განმახორციელებელ გუნდთან ერთად იმ სკოლების დირექტორებს შეხვდა, რომელთა სკოლები „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში დღეიდან პროექტში ჩაერთვებიან.27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, მთარობის წევრებთან ერთად, გვირგვინით შეამკო საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი.საქართველოში “EURAXESS“-ის წარმომადგენლობა - “EURAXESS GEORGIA“ ფუძნდება
საქართველოს ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების ორგანიზაციაში გაწევრიანების შემდეგ, “EURAXESS“-ის წარმომადგენლობა - “EURAXESS Georgia“ ფუძნდება, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს მჭიდრო ინტეგრირებას ევროკავშირის სამეცნიერო-კვლევით სივრცეში და ქვეყნის უნივერსიტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებას.
„ფერი ტინტორეტოდან კანალეტომდე“ იტალიური მხატვრობის სამი საუკუნე ეროვნულ გალერეაში
დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, გაიხსნა გამოფენა „ფერი ტინტორეტოდან კანალეტომდე“ - იტალიური მხატვრობის სამ საუკუნე – გვიანი რენესანსიდან როკოკომდე.
დმანისში რეგიონული მნიშვნელობის აგროკოლეჯი აშენდება
დმანისში, სოფელ სარკინეთში ქართულ-შვეიცარიული აგრარული პროფესიული სასწავლებელი „ქართულ-შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასია“ გაიხსნება.
ზვიად გაბისონია: ქართულ მეცნიერებას დაახლოებით 100 მილიარდამდე ბიუჯეტზე გაუჩნდება წვდომა
საქართველო ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების სახელმწიფოთაშორისო ორგანიზაცია EURAXESS-ის წევრი ოფიციალურად გახდა. შესაბამის დოკუმენტს ხელი ბრიუსელში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორმა ზვიად გაბისონიამ და ევროპული კომისიის კვლევებისა და ინოვაციების გენერალური დირექტორის მოადგილე პატრიკ ჩაილდმა მოაწერეს.
მიხეილ ბატიაშვილი: „ქართული მეცნიერება ევროპული სამეცნიერო ოჯახის წევრი ხდება“
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის ხელმძღვანელობით, ბრიუსელში ქართული დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი გრძელდება.
კარლოს მოედაში - მინდა მივულოცო საქართველოს ის შედეგი, რასაც განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიაღწიეთ.
საქართველოს განათლების სისტემაში ევროპული ხარისხის დანერგვისა და ევროკავშირთან ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით, მიხეილ ბატიაშვილის ხელმძღვანელობით, ქართული დელეგაცია ბრიუსელში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს.
ირინა აბულაძემ ლოურენს მერედიტთან ევროპული სკოლის მოდელის საჯარო სკოლებში დანერგვაზე ისაუბრა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კუტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე, რომელიც ბრიუსელში საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება, ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და ინსტიტუციების მშენებლობის დირექტორატის ხელმძღვანელს ლოურენს მერედიტს შეხვდა და საქართველოს ზოგადი განათლების სისტემაში ევროპული სკოლის პროექტის და ევროპული მოდელის საჯარო სკოლებში დანერგვის საკითხები განიხილა.
მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალს ბათუმმა უმასპინძლა
„მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი - 2019“ გრძელდება. ფესტივალის ფარგლებში, ყველაზე უჩვეულო სამეცნიერო პიკნიკი თელავისა და ქუთაისის შემდეგ, ბათუმში გაიმართა.
მიხეილ ბატიაშვილის ხელმძღვანელობით ბრიუსელში საქართველოს დელეგაციის ვიზიტი დაიწყო
ევროპული ხარისხის დანერგვისა და საქართველოს განათლების სისტემაში ამ მიზნით მიმდინარე პროექტის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი საქართველოს დელეგაციასთან ერთად, 22-25 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში შეხვედრებს მართავს.
თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა
21 სექტემბერს, თელავის დრამატულ თეატრში, კლასიკური მუსიკის ფესტივალი ცნობილი მევიოლინის კოლია ბლახერისა და საფესტივალო ორკესტრის კონცერტით გაიხსნა. კონცერტს არიელ ცუკერმანი დირიჟორობდა.
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი იწყება
23 სექტემბერიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით თბილისი მე-11 საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალის პროგრამასა და მნიშვნელოვან სიახლეებზე დღეს, ორბელიანის მოედანზე ფესტივალის ორგანიზატორებმა და მხარდამჭერებმა ისაუბრეს.
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატიდან ისტორიული შედეგით დაბრუნდა
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატიდან ტრიუმფალური შედეგით დაბრუნდა.
სამუშაო შეხვედრები მასწავლებლებთან გრძელდება
ახალი სასწავლი წლის დაწყებასთან ერთად, რეგიონის პედაგოგებთან სამუშაო შეხვედრები გრძელდება. განათლების მინისტრის მოადგილე, ირინა აბულაძე ამჯერად, თელაველ პედაგოგებს მე-4 საჯარო სკოლაში შეხვდა. შეხვედრის დაწყებამდე მინისტრის მოადგილე სკოლის ინფრასტრუქტურას გაეცნო და მოსწავლეებს გაესაუბრა.
თელავის სამეცნიერო პიკნიკი
თელავში, ისტორიული მუზეუმის ეზოში, ,,მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი – 2019“-ის ფარგლებში, ,,სამეცნიერო პიკნიკი” გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე დაესწრო. პიკნიკის ფარგლებში არაერთი საინტერესო ღონისძიება გაიმართა. სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში წარმოდგენილი იყო სახალისო ქიმიური ექსპერიმენტები და ვიქტორინები სხვადასხვა ასაკის მოსწავლეთათვის. ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ აქტივობებში თავადაც მიეღოთ მონაწილეობა.
მიხეილ ბატიაშვილმა ევროპის ძიუდოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ტრიუმფატორებს უმასპინძლა
ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებულ ძიუდოს ახალგაზრდული ნაკრების წევრებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში უმასპინძლეს. ევროპირველობის ტრიუმფატორებს წარმატებული ასპარეზობა მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მიულოცა.
სამინისტრო ანზორ ხერხაძის ოჯახს უსამძიმრებს
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს გამოჩენილი ქართველი მსახიობის, საქართველოს სახალხო არტისტის ანზორ ხერხაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს, ოჯახის წევრებსა და კოლეგებს
Microsoft-ის ხელოვნური ინტელექტი ქართული ენისთვის გაიხსნა
„მაიკროსოფტის ხელოვნური ინტელექტი ქართული ენისთვის გაიხსნა. მასში უკვე არსებობს მილიონი ქართული წინადადება, რომელსაც ისეთივე გაზრდა სჭირდება, როგორც ჩვენს მოსწავლეებს“, – ამის შესახებ დღეს საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა, სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განათლების კომპლექსური რეფორმის ერთი წლის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა.
მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი განათლების კომპლექსური რეფორმის ერთი წლის შემაჯამებელი ანგარიშით გაიხსნა
თბილისის საკრებულოს თამარ მეფის დარბაზში განათლების რეფორმის ერთი წლის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია და მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის გახსნის ცერემონია გაიმართა.
მარნეულში ახლადაშენებული სკოლა საზეიმოდ გაიხსნა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ლევან ხარატიშვილი, მარნეულის 1-ლი საჯარო სკოლის საზეიმო გახსნის ცერემონიას დაესწრო. მინისტრის მოადგილემ მოსწავლეებს და პედაგოგებს ახალ სკოლაში სწავლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. სკოლა სამინისტროს ფინანსური დახმარებით აშენდა, რისთვის ბიუჯეტიდან 190 0000 ლარი გამოიყო.სიახლეები ვერ მოიძებნა.